დეკემბერში, მარ-ა-ლაგოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ისრაელის მიერ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე დარტყმებს, – ინფორმაცის CBS News-ს საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.
გამოცემის ცნობით, ორი თვის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო საზოგადოების მაღალჩინოსნებს შორის შიდა დისკუსიებში დაიწყო განხილვა ირანზე ისრაელის ახალი დარტყმების მხარდაჭერის შესაძლებლობის შესახებ. დისკუსიები ნაკლებად იყო ფოკუსირებული იმაზე, შეეძლო თუ არა ისრაელს მოქმედება და ყურადღება უფრო მეტად გამახვილებული იყო, როგორ შეეძლო შეერთებულ შტატებს დახმარება, მათ შორის ისრაელის თვითმფრინავების საჰაერო საწვავის შევსების უზრუნველყოფაზე და პოტენციური მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებიდან ფრენის ნებართვის მოპოვების დელიკატურ საკითხზე.
CBS News-ი წერს, რომ გაურკვეველია, რომელი ქვეყნები მისცემენ აშშ-ს ფრენის ნებართვას ისრაელის თვითმფრინავების საწვავით შევსების მიზნით პოტენციური დარტყმისთვის. იორდანიამ, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ მათი საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანზე რაიმე დარტყმისთვის ან ირანის მიერ სხვა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ დარტყმებისთვის.
ეს ყველაფერი იმ დროს ხდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია თეირანთან მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ სკეპტიკურად უყურებს ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას. ნეთანიაჰუმ, რომელმაც გასულ კვირას ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან მოლაპარაკებები გამართა, არაერთხელ განაცხადა, რომ ირანთან ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ბალისტიკური რაკეტების და „რეგიონში ირანის მარიონეტული ძალების“ დაფინანსების შეზღუდვას.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 77
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 75
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 74აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 73
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელეს. მათივე ცნობით, რომ სამიზნეებს შორისაა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაცია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ასევე დაარტყეს სხვა სამიზნეებს, რომლებიც „ხელს უწყობდნენ ირანის რეჟიმის მცდელობებს ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ და სადაც… - 73
ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს - მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ…