ქართულ ბაზარზე ჩვენი ძირითადი კონკურენტი არის ზუსტად რუსული, უკრაინული და თურქული საქონელი, რომელიც უფრო იაფად შემოაქვთ და ინტერესი იმის, რომ ჩვენი პროდუქცია დახლზე იდოს, ფაქტობრივად, აღარ არის, – ამის შესახებ შპს „ვასაძის პურის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მერაბ ვასაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ, როგორც ქართული კომპანია, რომელიც ძალიან დიდი ხანია ვვითარდებით, ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს ვდებთ წარმოებაში. ვქმნით და ვყიდულობთ ისეთ დანადგარებს, რომლის ანალოგები საქართველოში არ არის. ჩვენი ძირითადი კონკურენტი უკვე არის რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, რომლის მოსახლეობაც ძალიან კარგად იცით, რომ არის 10-20-ჯერ დიდი. თანამედროვე დანადგარი ვიყიდე, ჩინურით ვერ მიიღებ იმ ხარისხს, რომელიც მათ კონკურენციას გაუწევს. ვიყიდეთ ავსტრიული დანადგარი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ მე ვერ ვიყიდი ისეთ დანადგარს, რომელსაც იყიდის რუსეთი, რომელსაც 160 მილიონიანი მომხმარებელი ჰყავს. შედარებით იაფი ვიყიდე. ახლა ვერც მათ პროდუქტს გავუწევ კონკურენციას, რადგან ფქვილს, შაქარს, ზეთს ჩვენზე იაფად ყიდულობენ. ქართულ ბაზარზე ჩვენი ძირითადი კონკურენტი არის ზუსტად რუსული, უკრაინული და თურქული საქონელი, რომელიც უფრო იაფად შემოაქვთ და ინტერესი იმის, რომ ჩვენი პროდუქცია დახლზე იდოს, ფაქტობრივად, აღარ არის. ერთ-ერთმა უდიდესმა ქსელმა, რომელმაც გააერთიანა დაახლოებით 1300-დან 1500 მაღაზიამდე, გვითხრა, თქვენ თავისუფალი ხართო, ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე“, – განაცხადა მერაბ ვასაძემ.
მისი თქმით, საჭიროა რეგულაციების დაწესება ქსელური მაღაზიების მიმართ.
„ჩვენ ძალიან დიდი კრედიტები გვაქვს აღებული, უზარმაზარ შემოსავალს ვკარგავთ იმით, რომ ქსელმა უარი გვითხრა. მას ექსკლუზივი იმიტომ სჭირდება, რომ კონკურენტი მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავდეს- „იცი რა, დააშავებ? მე შენ გაგიშვებ და მეორეს მივიღებ“. ვფიქრობ, თუ რაღაც რეგულირება არ იქნება ქსელურების მიმართ, რაც დრო გავა, უფრო უარესს პირობებში ჩავვარდებით. ვერანაირ ფასს ვერ გააჩერებ, თუ რეგულაციები არ დაწესდება“,-განაცხადა ვასაძემ.
მსგავსი სტატიები
- 76
ავტორი: ნუგზარ ასათიანი თამარ მელიქაძისა და ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ... … - 73
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 72
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის… - 71
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა… - 70
მეშვიდე დღეა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად, გურიაში, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკით მუშაობენ. კოალიციის პრესსამსახურის ცნობით, ისინი გარე სამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო საჭიროების ნივთებსა და საკვებს აწვდიან. სტიქიის ზონაში გახსნილ საგანგებო შტაბს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, ვახტანგ სურგულაძე და გიორგი სიორიძე ხელმძღვანელობენ. სამუშაოებში ჩართულია კოალიციის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი…