საქართველოს პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს “ეკო მედიკალ ჯგუფი”-ს და შპს “ეკოლოგია და სუფთა გარემო”-ს დირექტორმა, ქალაქ სამტრედიაში, ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში, მოაწყო სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი, სადაც დროებით განათავსა დიდი რაოდენობით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები.
„სამართალდამცავებმა კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომელი, ასევე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა) წარედგინათ.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხეულის ამპუტირებული ნაწილები სამტრედიაში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ეყარა, „TV პირველი” ადგილობრივებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ უკვე თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და შეფუთულს ტოვებენ.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 80
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურის თანახმად, ბრალდება წარედგინა: ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს,… - 74
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ე.გ., 2002 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. „გამოძიებით… - 74
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. "საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული… - 73
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც სსიპ… - 73
საგამოძიებო სამსახურმა დააკავა პირი, რომლის შპს–ში სიცოცხლისთვის საშიში თევზის კონსერვი მზადდებოდა. სწორედ ეს კომპანია აწვდიდდა კონსერვებს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს თანამშრომლების გამოსაკვებად 2025 წელს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,…