არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განმარტავს, ბრიტანული სანქციების დაწესების შემდეგ, რა შეზღუდვებისა და პრობლემების წინაშე შესაძლოა დადგნენ ტელეკომპანიები „იმედი“ და POST TV.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტელეკომპანიები ვერ მიიღებენ შემოსავალს რეკლამიდან, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ გაყიდიან სერიალებს, გაუუქმდებათ გასართობი გადაცემების ლიცენზიები, ვერ მიიღებენ ბანკის მომსახურებას, ვერ აიღებენ სესხს და ახალ დაფინანსებას, ვერ გაყიდიან ან გააქირავებენ ქონებას, ვერ შეიძენენ ან იქირავებენ ტექნიკას, საბანკო გადარიცხვებით კომუნალურებს ვერ გადაიხდიან, თანამშრომლებს ბანკიდან სესხის აღება გაურთულდებათ.
„სანქციების დაწესებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „იმედი“ და POST TV გამოაცხადა რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარედ და მიზნად დაისახა მათი საქმიანობის შეჩერება ფინანსური შეზღუდვის გზით.
ბრიტანული სანქციის ეფექტი სცილდება მხოლოდ ბრიტანეთის იურისდიქციას. მეორადი სანქციის რისკისა და რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ბრიტანულ სანქციებს მთელი დასავლური სამყარო, განსაკუთრებით კი დასავლური საფინანსო სისტემა, იცავს. იმის გამო, რომ ქართული საბანკო სისტემა დასავლური სისტემის ნაწილია, ის იძულებულია დაემორჩილოს მის წესებს, თუ ბიზნესის შენარჩუნება სურს. ამ შემთხვევაში, ეს ნიშნავს ყველა ქართული ბანკის (და არა მხოლოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“) მიერ დასანქცირებული ტელეკომპანიებისთვის ყველანაირ სერვისებზე უარის თქმას. შესაბამისად, ბრიტანული სანქციების შედეგად „იმედსა“ და POST TV-ის შემდეგი კონკრეტული პრობლემები შეექმნებათ: 1. გაეყინებათ ანგარიშები და ანგარიშებზე არსებული თანხები ქართულ ბანკებში. 2. ვერ მიიღებენ ვერანაირ შემოსავალს, მათ შორის შემოსავალს რეკლამიდან. 3. რეკლამის ან შემოსავლის ნებისმიერი მიმცემი, ბიზნესი თუ სახელმწიფო დაწესებულება, მეორადი სანქციის რისკის წინაშე დადგება. 4. ვერ გასცემენ ხელფასებს თანამშრომლებზე. 5. წარმოიშობა ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების გამოძიების საფუძველი. 6. თანამშრომლებს გაუჭირდებათ სესხის აღება და შესაძლოა საერთოდ უარი ეთქვათ საბანკო მომსახურებაზე. 7. თანამშრომლებს მოუწევთ დამალონ მათი კავშირი „იმედთან“ და POST TV -სთან, რათა არ შეექმნათ პრობლემები. 8. ტელეკომპანიები ვერ მიიღებენ საბანკო სესხს ან სხვა საბანკო მომსახურებას. 9. ვერ მიიღებენ ვერანაირ სხვა სახის დაფინანსებას. 10. ვერ გაყიდიან ან გააქირავებენ ქონებას. 11. ვერ იყიდიან ან იქირავებენ ტექნიკას. 12. დაკარგავენ დასავლური გასართობი გადაცემების გამოყენების ლიცენზიებს. 13. ვეღარ შეიძენენ უცხოური სერიალების ტრანსლირების უფლებას. 14. გადაიხედება მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი. 15. დაკარგავენ ჟურნალისტური საქმიანობის აკრედიტაციას დასავლურ ქვეყნებში. 16. შეეზღუდებათ სოცმედიის გამოყენება / ვერ გაუშვებენ რეკლამებს. 17. ვერ შეძლებენ კომუნალური მომსახურების გადახდას. 18. გაუჭირდებათ ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება და საფასურის გადახდა.
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება შესაძლოა გახდეს მეორადი სანქციის საფუძველი. ამის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაბამისი უწყება. დიდი ბრიტანეთის სანქცია ასევე ნიშნავს, რომ „იმედი“ და POST TV ამიერიდან გახდნენ მსოფლიო მასშტაბით გამომძიებელ ჟურნალისტთა და სანქციებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციათა დაკვირვების სამიზნე, რომელთა ძალისხმევით არ დაიმალება იმ პირთა და კომპანიათა ვინაობა, ვინც დაეხმარება რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ტელეკომპანიებს სანქციების გვერდის არიდებაში. შესაბამისად, ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავოს „იმედისა“ და POST TV-ისთვის ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ, ნებისმიერი სახის სახსრების მიწოდებისგან, სერვისის გაწევისა და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს პირი თუ კომპანია დადგება მეორადი სანქციის რისკის წინაშე“, _ ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 84
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK… - 82
3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული… - 82
მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში… - 81
კომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _… - 81
მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…