აშშ მზად არის ირანის წინააღმდეგ დარტყმები შაბათ-კვირას განახორციელოს, თუმცა დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, – ინფორმაციას CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, პენტაგონმა თეთრ სახლს შეატყობინა, რომ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო და საზღვაო ძალების საკმარისი რაოდენობა იმყოფება იმისთვის, რათა მომავალ შაბათ-კვირას ირანზე დარტყმები განხორციელდეს.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმების მომხრე და მოწინააღმდეგე მრჩევლებთან შესაძლო მოქმედების გეგმებს განიხილავს.
ასევე, ოთხშაბათს დონალდ ტრამპმა ჟენევაში ირანის დელეგაციასთან გამართული ბირთვული მოლაპარაკებების შესახებ მისი წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ანგარიშიც მოისმინა.
ცნობისთვის, მანამდე გამოცემა Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა. გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ფართომასშტაბიან ომთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ვენესუელაში ჩატარებულ სწრაფ და „წერტილოვან“ ოპერაციასთან.
მსგავსი სტატიები
- 65
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 63
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 62
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელეს. მათივე ცნობით, რომ სამიზნეებს შორისაა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაცია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ასევე დაარტყეს სხვა სამიზნეებს, რომლებიც „ხელს უწყობდნენ ირანის რეჟიმის მცდელობებს ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ და სადაც… - „მდგომარეობა საკმაოდ რთული და მძიმეა, მაგრამ ისრაელის სახელმწიფოს ძლიერი თავდაცვის საშუალებები აქვს“62
დღეს მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომი და ისრაელ-ირანის სამხედრო კონფლიქტია #1 თემა. სამწუხაროდ, არის ადამიანების მსხვერპლი. ისარელში ბევრი ჩვენი თანამემამულეა და ბუნებრივია დაინტერესებულნი ვართ, როგორ არიან ისინი. სოციალური ქსელები ამ მხრივ ბევრ ინფორმაციას გვაწვდის. გაზეთ „ალიონში“ გასული საუკუნის 60-იან წლებში მუშაობდა ლიხაურელი გიზო ჭელიძე, უღრესად ნიჭიერი და კომუნიკაბელური ჟურნალისტი, რომელიც შემდეგ თბილისში… - 62
ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.…