გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განხორციელებაზე. ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, სახელმწიფო და ადგილობრივი პროექტების ეფექტიან კოორდინაციაზე.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები