გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს გურიაში ჩაის სექტორის განვითარების პერსპექტივებზე და კოლხეთის ეროვნული პარკის ტურისტული პოტენციალის ეფექტიან გამოყენებაზე.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ღირჯუმელიძის განცხადებით, ჩაის წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობის სექტორს მნიშვნელოვნად გააძლიერებს, ხოლო კოლხეთის ეროვნული პარკის, როგორც რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბება, პრიორიტეტულია როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლებისთვის და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.
შეხვედრას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაცია „საქართველო – ჩაის რესპუბლიკა“-ის, ჰელვიტასისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლები.

მსგავსი სტატიები