ეს არის ვიზის შეჩერების ახალი მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა. გადაწყვეტილება მოჰყვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან დამტკიცებას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა „ევროსკოპს“ განუცხადა როდესაც ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი განმარტებით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დღეიდან, 6 მარტიდან და 12- თვიანი საწყისი პერიოდის განმავლობაში.
„ეს არის ვიზის შეჩერების ახალი მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა. გადაწყვეტილება მოჰყვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან დამტკიცებას. ვიზალიბერალიზაცია მიზნად ისახავს ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობას და კომისია თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც ვიზალიბერალიზაციაა დაფუძნებული. ეს შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ფასეულობებთან“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
მისი განმარტებით, კომისიამ მიიღო სახელმძღვანელო პრინციპები წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოებისა და საზღვრის დამცველებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურ განხორციელებას.
„საკითხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, კომისიამ მიიღო სახელმძღვანელო პრინციპები წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოებისა და საზღვრის დამცველებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურ განხორციელებას. ეს ასევე ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის, ახალი ზომების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად“, _აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
კითხვაზე, დაიცავენ თუ არა უნგრეთი და სლოვაკეთი ამ პოლიტიკას იმის გათვალისწინებით, რომ მათ აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცეს ხმა, ევროკომისიის პრესსპიკერმა უპასუხა: „გადაწყვეტილების ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ ასეთი პასპორტების მფლობელებისთვის ორმხრივი სავიზო შეღავათები შესაძლებელი აღარ არის“.
მსგავსი სტატიები
- 75
_საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ… - 75
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 75აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
- 74
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ… - 74
ევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგენენ რეზოლუციას: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“. რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ…