სურსათის ეროვნული  სააგენტოს   აჭარის  დეპარტამენტის ინსპექტორებმა  ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  გამოავლინეს   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი  ზ. გ., რომელსაც ცხოველების სადგომში  კუსტარულად ჰქონდა  მოწყობილი ფრინველთა  სასაკლაო, სადაც ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით კლავდა ფრინველს. გარდა ამისა, პირი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.

ფრინველთა არალეგალური სასაკლაო  გამოავლინეს  ასევე გურიის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. 
მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ.გვერდზე 2024-2025 წლებში გურიაში 4 სასაკლაოა რეგისტრირებული: 2-2 ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

ჩოხატაურში: ჭოლა ლომთათიძის 1,ბ (სასაკლაო სოფ. გორაბერეჟეული);

შპს „ერთობა“, კოსტავას 6;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში: შპს „გიგილუ“, სოფ. ლიხაური;

შპს „კვირიკეთის ქათამი“(ოზურგეთი თავისუფლების ქ.#55).

მათთვის ნებართვების ვადების გაგრძელების შესახებ ვებ.გვერდზე ინფორმაცია არ არის.

მსგავსი სტატიები

  • 69
    აკაკი ღლონტი: „უნდა შევცვალოთ აზროვნება და მასთან ერთად შეიცვლება ბევრი რამ სასიკეთოდ, მათ შორის მიდგომებიც“„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. „სოფლის…
  • 67
    სოფელ ზოტის ეკონომიკის განვითარებაბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა. მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო. 130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად…
  • 67
    „სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი იდენტობის უნიკალური ნიშაა, თავდაუზოგავი შრომითა და კარგი განათლებით გამოხატული“კომპანია „ბახვი ჰესი“_ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე ტურისტული ობიექტი  „სამზეურა“, როგორც გარეგნული, ისე შინაარსის ყველა ნიშნით,    კარგად გამოხატული ბუნებრიობით წარმოდგენილი   გურული სახლ-კარი და კარმიდამოა. _„სამზეურა“ _ შინაარსით გამოხატული  ქართული სიტყვის შინაარსი, ჩემთვის  იმთავითვე იქცა შთაგონების წყაროდ. ზოგადად, მზის კულტი ქართულ მითოლოგიაში განსაკუთრებული ხარისხით, სიღრმისეული ხასიათით არის წარმოდგენილი,…
  • 66
    საძოვრებით სარგებლობის წესები აჭარა-გურიაში                                                 (მე-20 საუკუნის 30-იანი წლები) მერაბ მეგრელიშვილი ნინო ჯაველიძე 1990-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელდა საკოლმეურნეო მიწების პრივატიზაცია, რამაც მოსახლეობის დაპირისპირება გამოიწვია. კერძომესაკუთრული ტენდენციების გაღვივებას ხელი…
  • 65
    გაუდაბნოება საქართველოში — როცა სასოფლო-სამეურნეო მიწების 35% დეგრადირებულიადედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…

არ გამოტოვოთ