საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერებთან 2025 წლის თებერვალში გურიაში განვითარებული სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის დასრულების მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა.
2025 წლის თებერვლის თვეში გურიაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდა 4456 ოჯახი. სახელმწიფოს მხრიდან დახმარება გაეწია 3717 ოჯახს და დარჩენილია 739 ოჯახი, რომელთა მიმართ მიმდინარეობს დახმარების გაწევის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად.
სამუშაო შეხვედრა დარჩენილი ოჯახების მიმართ დახმარების გაწევის პროცესის დაჩქარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს დაეთმო.
შეხვედრაზე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერების მიერ დაფიქსირდა ის გარემოებები, რაც დარჩენილი დაზარალებული ოჯახების მიმართ დახმარების გაწევის პროცესს აფერხებს და განხილვის შედეგად დაიგეგმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გასატარებელი ღონისძიებები, რათა სტიქიით დაზარალებულ დარჩენილ ოჯახებს დროულად გაეწიოთ სათანადო დახმარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერები, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ დიაკონიძე, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი ანა ნაკაშიძე.
მსგავსი სტატიები
- 62
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გიორგი ღურჯუმელიძემ ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას რეგიონული განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ და ეფექტიან განხორციელებას, დასაქმების ხელშეწყობასა და სოციალური პროგრამების გაფართოებას. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გურიის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი… - 62
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, სადაც რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, თვითმმართველობების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დაესწრნენ. - 62
- 62
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. - 62გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
