მზად ვართ უნგრეთის ახალ მთავრობასთან მუშაობა რაც შეიძლება მალე დავიწყოთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „უნგრელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და თავისი ევროპული კურსი დაიბრუნა“.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული 17 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის განბლოკვის, რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის, „დრუჟბას“ ნავთობსადენთან დაკავშირებით დავისა და კიევისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით პიტერ მადიარის მთავრობასთან მუშაობას, ევროკომისიის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „მზად არის მუშაობა რაც შეიძლება მალე დაიწყოს“.
„მზად ვართ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობასთან მუშაობა რაც შეიძლება მალე დავიწყოთ, რათა უნგრელი ხალხის სასიკეთოდ სწრაფი პროგრესი გვქონდეს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით მიღებას მხარს უჭერს.
„ვფიქრობ, წარსული გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ. საგარეო პოლიტიკის საკითხებში კვალიფიციური უმრავლესობის მეშვეობით ხმის მიცემაზე გადასვლა სისტემატური დაბლოკვის თავიდან ასაცილებელ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით წინსვლის მიზნით არსებული მომენტით უნდა ვისარგებლოთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
წყარო:ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 58
ვაღიარებთ პოტენციურ გამოწვევებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და მზად ვართ ამისთვის. როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ თუ თვითნებურად სამიზნე გახდება, ის მტკიცედ უპასუხებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „განვიხილეთ შეერთებულ შტატებთან პრაგმატული თანამშრომლობის გაძლიერების გზები. აშკარად არის ახალი გამოწვევები და მზარდი გაურკვევლობა, ამიტომ ევროკავშირი… - 57
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 57
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 56აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 56
ევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგენენ რეზოლუციას: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“. რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ…