ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე _ ცოტნე ანანიძის კანდიდატურას წარადგენს.
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.
ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის_- ცოტნე ანანიძეს ერთხმად დაუჭირა მხარი.
მსგავსი სტატიები
- 76
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი ცოტნე ანანიძე გახდა. ფარული კენჭისყრის შედეგად, ცოტნე ანანიძე უმრავლესობის წევრებმა ერთხმად აირჩიეს. ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დავით გაბაიძემ რამდენიმე დღის წინ დატოვა. რაც შეეხება ცოტნე ანანიძის ძველ თანამდებობას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეგის თავმჯდომაროს პოსტს, მის ლაშა სირაბიძემ დაიკავა. - 74
დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და… - 73
ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული… - 71
გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე. 90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მან საქართველოში… - 71
საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელი გამოაქვეყნა. ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას 88 დეპუტატი ითხოვს. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სისტემა, იმავე პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის უფლებების სხვაგვარად…