საზღვარგარეთ, ხშირად გაიგებთ ქართველების პროტესტს, რომ მსოფლიო, საქართველოს, შესაბამისად და იმ საუკეთესო კუთხით არ იცნობს, რომლითაც იმსახურებს. ქართველები ამაში ვადანაშაულებთ ყველას – დაწყებული სახელმწიფოდან, დამთავრებული უცხო ქვეყნის რიგითი მოქალაქით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს. არადა, დამეთანხმებით, საქართველოს, მსოფლიოსთვის მოსაყოლიც ბევრი აქვს და ბევრიც შეუძლია ასწავლოს.
თუ უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი გავაცნობიერებთ და გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს საზღვრის დატოვებისთანავე პირველ რიგში აღგვიქვამენ არა როგორც კონკრეტულ პიროვნებას, კონკრეტული სახელით და გვარით, არამედ განზოგადებულად „ქართველად“, მივხვდებით, რომ ეს, თითოეულ ჩვენგანს, უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან ნებით, თუ უნებლიეთ, ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით უცხო ქვეყანაში.
ამას ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად აცნობიერებს, მაგრამ ჩვენი სტატიის დღევანდელი გმირი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარ თავს უმაღლესი თამასა დაუწესა, ემიგრანტული ცხოვრების პარალელურად, ეკეთებინა ქართული საქმე იტალიაში და გაეწია საქართველოს პოპულარიზაცია ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ვერაფრით გააკვირვებ, ვერც ისტორიით, ვერც ლიტერატურითა და მხატვრობით და ვერც კულინარიით.
ჟურნალისტი ხათუნა შარაძე, მეოთხე წელია იტალიაში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში გააცნობიერა, რომ თავისი პროფესიისა და საზოგადოებრივი საქმიანობის გარეშე, იტალიაში მისი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა.
პირველი ნაბიჯები, ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელებული პროექტი იყო, რომლის ფარგლებშიც შედგა გაცვლითი პროგრამის გეგმა და სხვადასხვა პროფესიის იტალიელებისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოში შემეცნებით ტურში გაემგზავრა.
ამ და სხვა არაერთი პროექტის წარმატებულად განხორციელება, მხოლოდ სტარტი აღმოჩნდა. ხათუნა შარაძე იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც ყოველი გადალახული წინააღმდეგობა და მიღწეული წარმატება, მხოლოდ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია, მორიგი გეგმისა და მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ამიტომ, დიდ ხანს არ უფიქრია მონაწილეობა მიეღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტში „დიასპორული ინიციატივები“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას იტალიაში და გაიმარჯვა კიდეც.
როგორც ჩვენთან საუბრისას პროექტის ავტორმა აღნიშნა, ეს გამარჯვება, საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში, მეტად გაუხსნის ასპარეზს: „მიხარია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი. პროექტი საშუალებას მაძლევს ის ინიციატივები, რომელსაც ემიგრაციაში ყოფნის დროს ვახორციელებდი, მეტად მასშტაბური და შედეგზე ორიენტირებული გავხადო. ვფიქრობ, საქართველოს პოპულარიზაცია, თითოეული ემიგრანტის მორალური პასუხისმგებლობაა“.
ხათუნა შარაძის მიერ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, 24 ნოემბერს შედგა ონლაინფორუმი, რომელიც იტალიური აუდიტორიისთვის სწორედ საქართველოს პოპულარიზაციას, აღიარების პოლიტიკას, მისი დიდი წარსულისა და დღევანდელი რეალობის გაცნობას ისახავდა მიზნად. შეხვედრას უძღვებოდა ქართულ ემიგრაციულ საზოგადოებაში კარგად ცნობილი ისტორიკოსი და მოგზაური ფრანჩესკო ტრეჩი, რომელმაც საქართველოში არაერთგზის მოგზაურობის შემდეგ, ჩვენს სამშობლოზე ორი წიგნი დაწერა.
ფორუმი მილანის ქართულ-კულტურული ასოციაცია „მერანის“ პრეზიდენტ მელი თურმანიძეს მიჰყავდა. შეხვედრას სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის სტუმრები ესწრებოდნენ: მარია გრაცია დაინელი (ფოტოგრაფი და ჟურნალისტი), ემანუელა დი ჯაკომო (პედაგოგი), ელიზა ბერტაჩინი (პედაგოგი), პაოლო პრატელი (ქიმიკოსი, კავკასიის ისტორიის მცოდნე), რენატო ვაილატი (კრემონას), დანიელა ლოვეჩე (ჟურნალისტი), გრაცია ინტინი (ჟურნალისტი), ანტონიო ჯარლეტა (მუსიკოსი), კარმელა პელეგრინი (სკოლის დირექტორი), მარიო ნეგრი (ჟურნალისტი და ფოტოგრაფი) და სხვა.
ფრაჩესკო ტრეჩი: ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ღონისძიება იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და იტალიელებისთვის საქართველოს უკეთ გაცნობის კუთხით. მინდა ასოციაცია “მერანის” პრეზიდენტ მელი თურმანიძესა და ხათუნა შარაძეს მადლობა გადავუხადო რომ შესაძლებლობა მომცეს, ონლაინფორუმის საშუალებით, საქართველოს შესახებ ჩემი ცოდნა და ემოციები სხვა იტალიელებისთვისაც გამეზიარებინა. კონფერენციას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, იტალიის სხვადასხვა კუთხიდან. შეხვედრამ ძალიან წარმატებულად ჩაიარა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი, ჯერ კიდევ წინ არის…
ავტორი: ნინა მამუკაძე
მსგავსი სტატიები
- 94საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 90ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ მიზანიმართულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომლის სამიზნე მათ შორის აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც გახდა და მივიჩნევთ, რომ ამ კამპანიის ამოცანა ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების დაზიანება და ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივის შეფერხებაა. 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინას თავს დაესხა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა…
- 88დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 88„ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და EU გაწევრიანებისკენ“, – ამბობს აშშ-ის საელჩო თავის განცხადებაში, რომლითაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიური უწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო, მმართველ პარტიას მწვავედ აკრიტიკებს. გთავაზობთ აშშ საელჩოს განცხადებას: „გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის…
- 85საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…