საქართველოს ფუტსალის ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა მთავარ თამაშში საფრანგეთი 3:2 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილი და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვედრაც გაინაღდა.

შესარჩევი ციკლის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა უშუალო კონკურენტ საფრანგეთს ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას გულშემატკივრებიც დაესწრნენ და უმნიშვნელოვანეს მატჩში ნაკრებს მხარდაჭერა არ მოჰკლებია.

პირველი ტაიმი მეტწილად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ანგარიში კი ფრანგებმა სწრაფად გახსნეს. მე-3 წუთზე სტუმართა კონტრშეტევა ნ’გალამ დაუცველ კარში გოლით დაასრულა და საფრანგეთის ნაკრები დააწინაურდა. თუმცა, ავთანდილ ასათიანის გუნდის სასიკეთოდ ვითარება ძალიან სწრაფად შეიცვალა!

მე-6 წუთზე საქართველომ ანგარიშიც გაათანაბრა და წინაც გავიდა: ჯერ თალესმა ჯარიმა დაარტყა უნაკლოდ, მერე კი, 25 წამში რონინიომ ფრანგებს მეორეც გაუტანა. ამის შემდეგ უკეთ მეტოქე გამოიყურებოდა და რამდენიმე ეპიზოდში ზვიად კუპატაძემ საქართველოს ნაკრები გადაარჩინა, მაგრამ მე-13 წუთზე ბელჰაჯის დარტყმას ვერ გაუმკლავდა და ტაბლოზე თანაბარი ანგარიში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. ტაიმიც თითქოს ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სირენამდე 6 წამით ადრე, ქართველმა ფეხბურთელებმა კუთხური იდეალურად გაითამაშეს და თალესმა დუბლი შეასრულა – 3:2.

ტურის შემდეგ, რუსეთის ნაკრები 15 ქულით ლიდერია და უკვე განაღდებული აქვს პირველი ადგილი. მეორე პოზიციაზე საქართველოს ნაკრები 10 ქულითაა, საფრანგეთს 2 ქულა აქვს, ხოლო სომხეთს – 1. ბოლო ტურში საქართველო 12 აპრილს, სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდება.

საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა და შესაბამისად, ჯგუფში ბოლო ტური აბსოლუტურ ფორმალობად იქცა. საქართველო უკვე მოხვდა საუკეთესო 6 მეორეადგილოსანში, რადგან ერთ-ერთმა კონკურენტმა სერბეთმა შინ რუმინეთს ვერ მოუგო (4:4). საქართველოს ნაკრებმა უკვე ოფიციალურად გადაასწრო მეორეადგილოსნებში სერბეთისა და უნგრეთის ნაკრებებს და ისტორიაში პირველად, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში, 2022 წელს, 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 81
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 80
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 70
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 70
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 69
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…