ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქვა-ღორღის მომპოვებელი კარიერების თემა ისეთივე ყბადაღებულია, როგორც თვით ეს კარიერები, რომელიც გურიას, ყოველგვარი შელამაზების გარეშე რომ ვთქვათ, უფსკრულისაკენ მიაქანებს.
კარიერების თემა, რამდენადმე განსხვავებული რაკურსით, წამოტივტივდა საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზეც, რომლის ძირითადი თემა მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება გახლდათ. სხვა ეკოლოგიურ ზიანთან ერთად, აღინიშნა იმის შესახებ თუ რა დღეში ჩააგდო გაბარიტგადაცილებულმა ტვირთის (ინერტული მასალის) სისტემატურმა გადაზიდვებმა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. ყველა თანხმდება იმაზე, რომ საჭიროა კონტროლი, მაგრამ როგორ, ეს ჯერ კიდევ ბოლომდე დაზუსტებული არ არის.
მუნიციციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების, უპირველესად, `ეკოს~ გასაგონად თქვა, რომ იურიდიულად გამართული დოკუმენტაციის შემთხვევაში, იგი მზად არის თუნდაც სარეზერვო ფონდიდან შეიძინონ მაკონტროლებელი სასწორები, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაბარიტგადაცილებული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევები.
`ეკოს~ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ირმა გორდელაძემ თავის გამოსვლაში განმარტა, რომ ამ საკითხზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, უკვე შემუშავებული წინადადებები თუ რეკომენდაციები გადაცემულია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, სასწორების ლოკაციის ადგილის ჩვენებითაც კი და თუ რაიმე იურიდიულად კიდევ დასაზუსტებელია, მზად არიან, ითანამშრომლონ როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ისე შესაბამის სამინისტროსთან.
მოკლედ, როგორც სხდომაზე ითქვა, საქმე კონსესუსამდეა მისული. შესაბამისი სამინისტროც საქმის კურსში ყოფილა. სასწორების შეძენის მერე, საპატრულო პოლიციასთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ამ უკანასკნელს სრული უფლება ექნება, აკონტროლოს კარიერების თვირთბრუნვის სისწორე ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე.
ერ გეტყვით, მკითხველი როგორ მიიღებს ჩვენს სუბიექტურ აზრს, მაგრამ პარადოქსების ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, ამ საკითხიდანაც ჩანს. რატომ უნდა შეიძინოს ეს სასწორები ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავისი გაღატაკებული ბიუჯეტიდან?! ლიცენზიანტებს, რომლებიც კენჭსაც აღარ ტოვებენ მდინარეების ფსკერზე და ამით მილიარდებს თუ არა, მილიონებს მაინც ატრიალებენ, რატომ არ ავალდებულებს შესაბამისი სამინისტრო, იქონიონ სასწორები?! ჰქონიათ, მაგრამ გაფუჭებულიაო, ასეთ რეპლიკასაც მოვკარით ყური. აი, დარდი! კეთილი ინებონ და შეაკეთონ, ან ახალი შეიძინონ. აბა, ექსკავატორი გაუფუჭდეთ ერთი, მეორეს მოძებნიან მაშინვე.
ირმა გორდელაძემ აქვე გაამახვილა ყურადღება გაზეთ `ალიონის~ მიერ ამასწინათ გახმოვანებულ ეკოლოგიურად მეორე არანაკლებ საფრთხეზე, რაც შეიძლება მოყვეს ოზურგეთში ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. აქ უფრო მტკიცე და პრინციპული გვეჩვენა ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია. ვნახოთ მაინც შედგება თუ არა ამ საკითხის ონლაინ რეჟიმში განხილვა, რასაც აანონსებდნენ და აანონსებენ მშენებლობის მსურველნი.
და ბოლოს, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს რატომღაც თვალში არ მოუდის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი თორემ ამდენ პოტენციურ განსაცდელს თავს არ დაატეხდა.
P.შ. მათთვის ვინც უკვე დაგვიწუნა და ვინც აპირებს დაგვიწუნოს ამ საკითხებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა: ჩვენ არ ვამბობთ, რომ ინერტული მასალა არ უნდა მოვიპოვოთ, ვამბობთ, რომ ზომა, წონა და წესი უნდა დავიცვათ; ჩვენ არ ვებრძვით ალუმინის ქარხნის მშენებლობას, თუნდაც ჩვენს მუნიციპალიტეტში, მაგრამ რატომ მაინცა და მაინც დასახლებულ პუნქტში? ხომ შეიძლება ავაგოთ ქალაქიდან და სოფლიდან დაშორებით ისე, რომ არც მოსახლეობას ვავნოთ რაიმე და არც გარემოს. შეიძლება, ბატონებო, შეიძლება! ამიტომ კეთილი ინებეთ, გაუფრთხილდით, თან უფრთხილდით ხალხსა და ქვეყანას.
თემურ მარშანიშვილი

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 88
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 70
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 67
    რა ხდება ჩოხატაურში, რატომ არ ხერხდება შეთანხმება?ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი მუხედავად ოფიციალური პირების განცხადებებისა, ამოწურული არ არის. გუშინ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ აცხადებდა, რომ სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა,  მუსლიმი თემის წარმომადგენლები ლოცვას ძველებურად განაგრძობენ. _„შეხვედრას ესწრებოდა სოფლის…
  • 63
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 63
    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აზრი საარჩევნო გარემოს შესახებშოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: _  სამწუხაროა რომ პლაკატების ომი გრძელდება.  არ ვიცი ამას ვინ აკეთებს. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პლაკატებიც ხშირად მინახავს ჩამოხეული. ამაში ხომ თანხებია გადახდილი. გულდასაწყვეტია,  ამით ზიანდება საარჩევნო პროცესი. აქტივისტების, კოორდინატორების, აგიტატორებისგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია ზეწოლებისა და ხელის შეშლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საოლქო და საუბნო…