ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მაკვანეთი მდიდარია თავისი ისტორიით და ტრადიციებით, ლამაზი უბნებით და განუმეორებელი ფოლკლორით: ერქომაიშვილეები,თოიძეები, სიხარულიძეები,  გოლიაძეები, იობიშვილები და ა.შ მსოფლიოში რომ გაუთქვეს ქართულ ფოლკლორს სახელი.

ქვემო და ზემო მაკვანეთი, გოგიეთი_აი, ეს სოფლები შედის მაკვანეთის თემში, რომლის შუაგულში მდინარე აგიდაყვა მიედინება.

ფოლკლორი ვახსენეთ, მაგრამ სოფლის ცენტრში მისულ სტუმარს გულს მოუკლავს გურიაში ერთ-ერთი საუკეთესო კულტურის სახლის შენობის მძიმე მდგომარეობა, ნაწილობრივ გადაუხურავი და ნაწილობრივ ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა, რომლის რეაბილიტაციის შესახებ 7 თუ 8 წლის წინ მოვისმინეთ სოფლის კრებაზე. მითხრეს, 2014 წელს კულტურის სახლის შენობა გადაუხურავთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, შენობის ნაწილი კვლავ სახურავის გარეშეა დარჩენილი..

კიდევ ერთი კულტურული ობიექტი სოფელ მაკვანეთში, ნაკაშიძეების გორაკზე მდებარე არტემ ერქოაიშვილის სახელობის სიმღერა-გალობის მუზეუმია, სადაც უნდა განთავსდეს საგამოფენო ექსპონატები და საგალობლების ფონდ-საცავი, მაგრამ მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების გამო მუზეუმი არ ამოქმედებულა.

დღეს, რაც სოფლისთვის ყველაზე სასიხარულოა, შენდება ჭალის უბნის 1760 მეტრი სიგრძის ასფალტირებული გზა,  (მშენებელი „გზამშენი 18“),რომლითაც სოფლის ცენტრიდან ნაკაშიძის გორაკს (ეკლესია, მუზეუმი)  დაუკავშირდება და გოგიეთის უბანსაც.

დღეს სოფლის ცენტრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე სოფელ მაკვანეთის სამივე უბნის მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა. წელს სოფლის პროგრამით და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით (50-50 %)  სოფლისთვის 84 ათასი ლარია გამოყოფილი.

მერის მცდელობას, მაკვანეთლებს თავიანთი პოზიცია გამოეხატათ სოფლისთვის გამოყოფილი თანხის მობილიზაციით კულტურის სახლის გადასახურად და ამით შენობის გადასარჩენად, უშედეგო აღმოჩნდა.

_რამდენი ლამაზი ღონისძიება გამართულა კულტურის სახლში. აქ იყო მუსიკალური სკოლა,ამბულატორია_ შეახსენა ადგილობრივებს მუსიკათმცოდნე და პედაგოგმა ეთერ პავლიაშვილმა…

სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა თოიძის თქმით, სოფლის ცალკეულ უბანში სხვადასხვა პრობლემაა მოსაგვარებელი.

_კრების გამართვის წინა პერიოდში  სოფლის ყველა უბნის მოსახლეობას შევხდი და ამ ხალხს არ დაუფიქსირებია კულტურის სახლის საკითხი, სოფელს ამ ეტაპზე, ცალკეულ უბანში უფრო აუცილებელი  პრობლემები აწუხებს,ამიტომ ამ ეტაპზე კულტურის სახლი მოიცდის _ თქვა მან.

_ მუნიციპალიტეტის ჰყავს ტექნიკა და გზის გვერდული არხების ამოწმენდას, შიდა გზების მოხრეშვა-გასწორებას მუნიციპალიტეტის ძალებით გავაკეთებდით _უთხრა ბექა თოიძეს  და იქ შეკრებილთ მუნიციპალიტეტის მერმა.

_ ჭალის გაღმა უბანში ზემოდანაც (გოგიეთიდან) და ქვემოდანაც (ზემო მაკვანეთი) ბეტონი გზაა დაგებული, ჩვენი 70-მეტრიანი მონაკვეთია დარჩენილი, წელს უნდა გაკეთდეს _მიმართა მერს მალვინა ბერსენაძემ.

_ორი თვის წინ ჩაიდო ორი მილხიდი ჩვენს უბანში (ზემო მაკვანეთი), მაგრამ იმის გამო, რომ არ მოეწყო ცხაური, წვიმისას წყალი კვლავ გზაზე გადმოდის _განაცხადა არჩილ ბერსენაძემ.

სანიაღვრე არხების მოწყობა და მოხრეშვის საკითხი დააყენა გოგი ბილიხოძემაც.

სოფლის ამბულატორიის ექიმი ბაბო ინწკირველმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა თხოვნით, რომ საექიმო უბანში წყალი ჩამოდის და აუცილებელია სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაზედაც მან დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო.

_მე ვფიქრობ, არაა გამართლებული ამ შენობის რემონტში თანხის ჩადება. ძალიან დიდი თანხაა საჭირო. საერთოდ დასანგრევია ადმინისტრაციული შენობა. სხვა რამეა მოსაფიქრებელი  _უპასუხა მერმა.

პასუხით უკმაყოფილო ექიმმა შეხვედრა დატოვა.

_4 წელია იძახით, ადმინისტრაციული შენობა უნდა დაანგრიოთ, დაანგრიეთ მერე _უთხრა მერს მირზა ქვეითაიამ.

მაკვანეთლების ერთი ჯგუფი ლეკიანში ყანის შემოღობვაზე ითხოვდა დახმარებას.

_ადრე იყო, ახლა სოფლის პროგრამა ყანების შემოღობვას არ ითვალისწინებს. ტექნიკით დაგეხმარებით _დაპირდა მათ მერი.

_შეხვედრაზე მაკვანეთის ცენტრში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალის გარემონტებაზე იყო საუბარი.

_ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოიპარეს აქ სპილენძის თხელი ფირფიტები, რომელზეც ომში დაღუპულთა სახელი და გვარები იყო ამოტვიფრული. შემდეგ მემორიალის წინ აიღეს ფილები _თქვეს მაკვანეთელებმა.

აქ შეკრებილები გულწრფელად და ღიად საუბრობდნენ სოფლის პრობლემებზე.

_ძალიან კარგია, რომ დაბა ნასაკირალში, სოფელ გურიანთაში და სხვაგან საექიმო უბნებისთვის კარგი შენობები ააგეს. ასეთივე სოფელია მაკვანეთიც. 12 წლის წინ რომ გადმოგვიყვანეს ადმინისტრაციულ შენობაში, არ ვიყავით ცუდ პირობებში, მაგრამ 3 წლის წინ სახურავიდან წყალმა დაიწყო ჟონვა. არ შეკეთდა. ახლა უფრო მძიმე მდგომარეობაა. დღეს მთავრობის პრიორიტეტი პირველადი ჯანდაცვაა. „კოვიდ 19“-მა მეტი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა. მეტი მომართვიანობაა.  ასეთ პირობებში მუშაობს გვიჭირს -უთხრა გაზეთ „ალიონს“ კრების შემდეგ ექიმმა ბაბო ინწკირველმა.

_პრობლემები არის, მაგრამ არც იმის დაუნახაობა შეიძლება, რაც სოფელში კეთდება. ახლა ჭალის უბანში კეთდება ასფალტირებული გზა. წელს ლიხაური (ოქროსმუხურო) -მაკვანეთის გზის მშენებლობის დაწყებას ველოდებით. საექიმო უბანსაც დავეხმარებით _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომ ადგენელმა მაკვანეთის ტერიტორიულ ერთეულში ალექსანდრე ბურძგლამ.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 77
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 76
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 67
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…