(ინტერვიუ ოზურგეთელ ამერიკელებთან)

გუშინ, 4 ივლისს აშშ დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. 1776 წლის 4 ივლისს,  ფილადელფიაში ხელი მოეწერა თომას ჯეფერსონის მიერ შედგენილ აშშ დამოუკიდებლობის დეკლარაციას. თუ რას ნიშნავს ამერიკელებისათვის დამოუკიდებლობის დღე, ამის შესახებ ოზურგეთელი ამერიკელი, ექადიის უბნის მცხოვრებნი კევინ გრეი და მისი მეუღლე  ნატაშა გვესაუბრნენ.

კევინ გრეი: _ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ყველაზე დიდი საზაფხულო დღესასწაულია ამერიკელებისთვის. ამ თარიღს მთავრობასთან ერთად ყველა ოჯახი ზეიმობს…

ამერიკის სამხრეთ დასავლეთში, არიზონას შტატის დედაქალაქ ფინიქსში დავიბადე. არიზონა ცნობილია მდინარე კოლორადოთ და დიდი კანიონებით.აქ ლამაზი მთებიცაა და უდაბნოც.

ქალაქის განაპირა უბანში ვცხოვრობდით, ტრადიციულ ამერიკულ ოჯახში. პატარა სახლები იდგა. დიდი ოჯახი გვქონდა. ერთად ვცხოვრობდით ბიძაშვილები, დეიდაშვილები, სხვა ახლობლები. ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, თბილი ურთიერთობები გვქონდა. კვირაობით ეკლესიაში დავდიოდით. სკოლაშიც იგივე სიტუაცია იყო. შემდეგ საცხოვრებლად კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში გადავედით. ახლა ჩემი ბავშვობის ქალაქი განვითარდა. ჩვენს უბანში მაღლივი სახლები აიგო . თუ ჩემი ბავშვობისას, არავის წყინდებოდა თბილი ურთიერთობები, დღეს სახლებს კეტავენ.რაღაც  სამ ათეულ წელში, ბევრი რამ შეიცვალა.

მე კარგად ვიცნობ ნიუ იორკს, მოსკოვს, თბილისს. თბილისზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგადად დიდ ქალაქებში ურთიერთობები ისეთი არაა, როგორც ჩემს ბავშვობაში იყო.

_უცხო მხარეში როგორ აღმოჩნდით?

_2002 წელს (ამ კითხვაზე ნატაშამ გვიპასუხა), ინტერნეტის საშუალებით გავიცანით ერთმანეთი მე და კევინმა.  შემდეგ მე ამერიკაში ჩავედი. აიდახოში BYU-ში ვსწავლობდი.  2006 წელს  კევინმა წინადადება შემომთავაზა (იცინის) და დავქორწინდით.

_საქართველოში როგორ აღმოჩნდით?

_ჩემი ბაბუა ანტონ ტანტურა მეორე მსოფლიო ომამდე  თბილისის გარეუბანში, ალექსეევკაში ცხოვრობდა. შემდეგ ომში გაიწვიეს. ომის შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში დარჩა. ერთი ბებია პოლონელი მყავდა… ვცხოვრობდით  ორენბურგის ოლქში, ყაზახეთთან საზღვრისპირა დასახლებაში ვცხოვრობდით. შემდეგ ბაშკირეთში, უფაში გადავედით საცხოვრებლად. სტამბაში ვმუშაობდი.. ჩვენ ერთხანს უფაში ვცხოვრობდით, შემდეგ ბაბუას კვალს გამოვყევი და საქართველოში აღმოვჩნდით. კევინი ვებ.დიზაინერია, მე _ინგლისურის მასწავლებელი.

-შვილები?

_სამი შვილი გვყავს. უფროსი _ევა 12 წლისაა, სელესია _9 წლის, უმცროსი _აკიმი 2 წლის ხდება…

_აკიმი?

_კევინს ძალიან მოსწონს ქართული შინაარსიანი ფილმები. იმ ფულს უყურებდა, ახალგაზრდა მხატვარი რომ გრანიტიდან მონუმენტის გაკეთებაზე ოცნებობს („არაჩვეულებრივი გამოფენა“). იქ ერთი მოუსვენარი ბავშვია აკიმი. მოეწონა ფილმის გმირი და ჩვენს ვაჟს დაართქვა ეს სახელი (იცინის).

ჩემი გოგონები თბილისის 98-ე სკოლაში სწავლობდნენ. აქ რომ გადმოვედით, პანდემია დაიწყო და ონლაინ რეჟიმში გააგრძელეს სწავლა. ახლა უნდა მოვიფიქროთ, სკოლაში როგორ ივლიან.

_ერთი წელია თქვენ  ოზურგეთში ცხოვრობთ.  რა საერთო და განსახვავებაა აქაურ და ამერიკულ ცხოვრების წესს შორის?

კევინ გრეი: _მე ყოველთვის მომწონდა პატარა ქალაქი. ინტერნეტში ვნახეთ, რომ ოზურგეთში იყიდებოდა ორსართულიანი ხის სახლი და შევიძინეთ. აქ გვინდა ცხოვრება. მოგიყევით ჩვენს სანათესაოს და სამეზობლოს ურთიერთობის შესახებ. გურული ხალხიც გულთბილია, რომ ჩამოვედით, მეორე დილით დავინახეთ, რომ ადამიანები შრომობდნენ, აქვთ თბილი ურთიერთობები.. მე კი ეს ძალიან მომწონს.

განსხვავება ის არის, რომ ამერიკას ორასორმაცდაათწლიანი ისტორია აქვს. ბევრი არის ამერიკაში ღირშესანიშნავი ადგილები,მაგრამ აქ აღფრთოვანებული ვართ,  აქ საოცრებაა, სადაც მიდიხარ ყველგან სიძველე გვხდება: ციხეები, უძველესი ტაძრები, უძველესი კულტურა, ზღვისა და მთის საოცარი კონტრასტები…

საკმაო ხანს ვისაუბრეთ გურიის ისტორიაზე, „გურიის რესპუბლიკაზე“ და ბენია ჩხიკვიშვილზე. საქართველოს პირველ დამოუკიდებლობის აქტზე, იმჟამინდელ საქართველოს მთავრობაში მოღვაწე გურულ ქალბატონებზე..

შემდეგ ჯერ ნატაშას, შემდეგ კი კევინს ონლაინ რეჟიმში გაკვეთილები უნდა ჩაეტარებინათ და ჩვენი ინტერვიუც დასრულდა.

ესაუბრა ნუგზარ ასათიანი

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 70
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 67
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 65
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 64
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 63
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…