ლანჩხუთის მაგისტრ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო ჩატარდა. პროცესზე განზრახ მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მსაჯულთა ჯგუფი დაკომპლექტებული იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანებისგან, რომლებსაც ჯერჯერობით მსგავსი სახის პროცესებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მოსამართლე, ბრალდებისა და დაცვის მხარეები დაკომპლექტებული იყო იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებისაგან. „ნაფიცმა მსაჯულებმა“ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუსმინეს ორივე მხარე, გაეცნენ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს, შესავალ და დასკვნით სიტყვებს. პროცესის ბოლოს, ვერდიქტის გამოტანამდე გაიმართა ხანგრძლივი კამათი _ ეცნოთ თუ არა ბრალდებული დამნაშავედ. თუმცა მცირე უპირატესობით, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გამართლდა.
„2022 წლის განმავლობაში უკვე მეშვიდე იმიტირებული პროცესი ჩატარდა ლანჩხუთში და მისი მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება“,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ღონისძიება მიმდინარეობდა კამპანიის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში და იგი მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს( COE) მიერ.
მსგავსი სტატიები
- 53
ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა… - 52
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის… - 51
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის, ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. პასუხისგებაში მიცემული 16 პირიდან, მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება გამონაკლისი, რომლის მიმართაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით… - 50
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე… - 47
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი…