პოეტის, პროზაიკოსისა და ესეისტის დავით შემოქმედელის შემოქმედებას წიგნი მიეძღვნა. წიგნი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა.მასში დაბეჭდილია პროფესორების: ნინო გიორგაძის, მანანა ღარიბაშვილის, რამაზ მეფარიშვილის, თინანო თევზაძის, შორენა წიგნაძის, კობა წურწუმიას, მწერალ ნინო ქუთათელაძის წერილები, ფილოლოგიის დოქტორ, პოეტ, დეკანოზ ილია ჩიკვაიძის მიძღვნითი ლექსი. როგორც წიგნის ავტორები განმარტავენ, წიგნი გამიზნულია უმაღლესი სასწავლებლის ფილოლოგიური ფაკულტეტის დაინტერესებული სტუდენტებისათვის, ზოგადად, ქართული ლიტერატურის მოყვარულთათვის. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ქართველ მწერალთა შემოქმედებაზე ყოველწლიურად გამოიცეს მსგავსი ხასიათის წიგნი. სასიამოვნოა რომ ეს მეტად მნინელოვანი ლიტერატურული და საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო ჩვენი თანამემამულის დავით შემოქმედელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნით.
წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ:
პროექტი „მწერლის შემოქმედებითი პორტრეტი“, ყოველწლიური სერიული გამოცემებით, მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველ მწერალთა შემოქმედების სისტემურ მეცნიერულ კვლევას და პოპულარიზაციას.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევები პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს მათ, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე ლიტერატურული პროცესებით, მწერლის შემოქმედების მხატვრულ-იდეური, სტილისტური და ლინგვისტური ანალიზით. ინგლისურენოვანი თარგმანები ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართული მწერლობისადმი ინტერესს უცხოენოვან კულტურულ სივრცეში.
პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი პროფესორი ნინო გიორგაძე, ძირითადი განმახორციელებლები: პროფესორი მანანა ღარიბაშვილი, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი, პროფესორი შორენა წიგნაძე, მოწვეული პროფესორი კობა წურწუმია, პროფესორი რამაზ (ისაკო) მეფარიშვილი.
პროექტის ფარგლებში გამოცემული პირველი წიგნი ეძღვნება დავით შემოქმედელს – თანამედროვე დიდ ქართველ მწერალსა დ ასაზოგადო მოღვაწეს, რომლის შემოქმედებაც გამოირჩევა ზნეობრივი და ფილოსოფიური თემატიკის მრავალფეროვნებით.“
რედაქტორი: ფილოლოგიის დოქტორი,პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი;
რეცენზენტი: ფილოლოგიის დოქტორი,პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი;
მთარგმნელი: პროფესორი მანანა ღარიბაშვილი.
25 ივნისს მწერალთა სახლში გამართულ დავით შემოქმედელის პოეზიასა და პროზაზე დაწერილ წიგნის წარდგენისას აღნიშნული წიგნის ავტორებმა ისაუბრეს დავით შემოქმედელის განსაკუთრებულ ადგილსა და როლზე თანამედროვე ქართულ მწერლობაში. ახალგაზრდა პოეტებმა ნათუკა ლომთათიძემ და აკაკი გაბრიჭიძემ წაიკითხეს დავით შემოქმედელის რამდენიმე ლექსი.

მსგავსი სტატიები

  • 78
    შობა-კალანდა გურიაში(გაგრძელება. დასაწყისი იხ.  https://alion.ge/2025/12/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99/)                                            კალანდა გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და მას თოფების გასროლით ხვდებიან., სიტყვა  კალანდა ლათინური სიტყვა კალანდედან  წარმოდგება და თვის პირველ რიცხვს ნიშავს. კალანდის შესახვედრად აუცილებელი…
  • 77
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 74
    ისევ ალეგრობის შესახებ„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო  დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო  სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის  მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი  ბევრი კულტურული ღონისძიების  წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ  ისიც, რომ   ოზურგეთის…
  • 72
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                     ოცდამეცხრე-ოცდამეათე წერილი ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1983 წლის სექტემბრიდან ოჯახის გადაწყვეტილებით და მამის თხოვნით, ჩვენი ბავშვები ტატიანასთან ერთად კიდევ ერთი წლით დარჩნენ მახარაძეში. იამ და მანანამ სწავლა გააგრძელეს მახარაძის რუსულ სკოლაში. პატარა კაკო მაშინ იყო ოთხი წლის! მინდა გავიხსენო ერთი მაშინდელი…
  • 71
           შობა-კალანდა გურიაში       „ცხოვრებაში დიდი  პოეზია შემოჰქონდა  ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად  ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა  მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა  მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები  ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი  ზედაპირი ალაგ-ალაგ  ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი  და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა  სუროთი,…