ბიბლიოთეკა ცოცხალი და მრავალფეროვანი სისტემაა, რომელიც სხვადასხვა დონისა და კუთვნილების ბიბლიოთეკისაგან შედგება. ამ ერთიან ორგანიზმში ყოველდღიურად უამრავი მნიშვნელოვანი სიახლე ხდება. თუმცა, ჩვენი აზრით, ეს ამბები არ უნდა რჩებოდეს მხოლოდ ცალკეული ბიბლიოთეკისა დონეზე. ზოგჯერ სოფლის, ქალაქის, ცენტრალური საბავშვო თუ სასკოლო ბიბლიოთეკების დონეზე ისეთი ღირებული ინიციატივები და სიახლეები იქმნება, რომ მათი გაზიარება და სხვებისთვის გამეორება სხვადასხვა საბიბლიოთეკი ადგილებსა და სივრცეში სასურველი კი არა, აუცილებელიცაა.
ერთიანი საბიბლიოთეკო სიახლეების ციფრული სივრცე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აქამდე არ არსებობდა. სწორედ ამ ხარვეზის შესავსებად შევქმენით „ბიბნიუსი“. რაც ამ ეტაპზე მოვახერხეთ, მხოლოდ პირველი მცდელობაა — თუმცა გვჯერა, რომ ის გამოვიდა საინტერესოც, სასარგებლოც, მოსახერხებელიც და ვიზუალურად ლამაზიც.
პლატფორმის ფარგლებში ასევე შევქმენით „ბიბქსელიც“ (ჯერჯერობით ცენტრალური და მთავარი ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებ-გვერდების ბმულებით). გარდა ამისა, მკითხველს შესაძლებლობა აქვს, ბევრი საინტერესო და უნიკალური მასალა აღმოაჩინოს, თუკი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის „მერაბ მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკის კოლექციებს“ მიაკითხავს.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე ავრცელებს.

მსგავსი სტატიები

  • 89
    რა ხდება ლევილის ქართულ მამულში გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია  „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის…
  • 88
    „რადიკალურად სხვა პროექტია... „კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა“რა ითქვა ჩოხატაურში კომპანია „ორბი ჯგუფის“მიერ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრაზე 28 მარტს,ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში, ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში,კომპანია„ორბიჯგუფმა“ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, პირდაპირი დიალოგის წარმოება იყო.…
  • 88
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 87
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…
  • 87
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…

არ გამოტოვოთ