დღეს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიეთში ბუნების ცნობილი დამცველის ჯანვერდი ცეცხლაძის ეკომუზეუმში აღინიშნა.
მეოთხედი საუკუნეა სოფელ გოგიეთში, ჯანვერდი ცეხლაძის ეკომუზეუმს მუნიციპალიტეტის არაერთი სკოლა, ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორები სტუმრობენ. ახლახან აქ დაბა ნარუჯის და სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
„22-მაისს ბიომრავალფეროვნებიის საერთაშორისო დღეს, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლისმოსწავლეები ოზურგეთში, მაკვანეთის ეკოპარკს ეწვივნენ, სადაც ბიომრავალფეროვნების სიმდიდრეა, მასპინძელი ბატონი ჯანვერდ ცეცხლაძე იყო, რომელმაც მეგზურობა გაუწია მოსწავლეებს და საინტერესო ინფორმაციაც მიაწოდა ტყეპარკში გავრცელებულ მცენარეებზე სადაც იზრდება ცაცხვი, წიფელი, ნეკერჩხალი, ურთხელი და სხვა ასევე ტყეპარკში იზრდება წიწვოვანი და ბუჩქოვანი მცენარეები, მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ეკომუზეუმი, უამრავი საინტერესო მასალა მოიპოვეს ბუნებაში, მიიღეს ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების შესახებ. ეს დღე მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ, რადგან იმხიარულეს, გაერთნენ, დატკბნენ ბუნების სილამაზით, გადაიღეს ბევრი ფოტოსურათი , რომელსაც გამოიყენებენ კონკურსისათვის ,,ბიომრავალფეროვნება ჩემ ობიექტივში“.
ეკოსკოლის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი მომავალში კვლავ ესტუმრონ ეკოპარკს._წერს დაბა ნარუჯის ეკოსკოლის მოსწავლეები.
ამჯერად ეკომუზეუმს მათი მეგობარი ტურისტულ-ალპინისტური საზოგადოება „ქორბუდეს“ წევრები სტუმრობდნენ, რომელთაც ეკომუზეუმს 25 წლის ურთიერთობის ისტორია აქვს.
_ გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა ახორციელებს პროექტს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის. ვფიქრობ, გოგიეთის ეკომუზეუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება ეროვნული პარკის ვიზიტორებისთვის, ამისთვის კი დონორი ორგანიზაციების მეტი დაინტერესება იქნება საჭირო_გვითხრა ჯანვერდი ცეცხლაძემ.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გოგიეთის ეკო მუზეუმში სპორტული ღონისძიებებით აღნიშნეს.
მსგავსი სტატიები
- 39
ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 38
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 32
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 31
ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…