,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“  გრ. რობაქიძე

მე-19   საუკუნის საქართველოს ისტორიაში  ნათელ ფურცლებს წარმოადგენს  ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს  საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას,  ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი  რაც შეიძლება უკეთ გაცნობის  კეთილშობილურ  მიზანს.

 და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის მიწურულს ესტუმრნენ. ისინი დაინტერესდნენ საქართველოს ისტორიით, დაუახლოვდნენ ჩვენს მოწინავე ინტელიგენციას და ქართველ მოღვაწეებს. მარჯორო უორდროპმა, ამ,, ინგლისელმა სუსტმა ქალმა”, შესძლო ის, რაც სხვებმა ვერ გააკეთესინგლისურად თარგმნა ქართული ხალხური ზღაპრები, ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები”, ,,განდეგილი.”ის 18 წელი თარგმნიდა ,,ვეფხისტყაოსანს,” მაგრამ 1909 წელს ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და პოემა გამოუქვეყნებელი დარჩა. ოლივერ უორდროპმა კი, ჯერ კიდევ, 1888წელს ინგლისში გამოაქვეყნა წიგნი ,,საქართველოს სამეფო.” ასევე მან თარგმნა ,,სიბრძნე სიცრუისა”, ,,ვისრამიანიდა სხვა. დის გარდაცვალების შემდეგ ოლივერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში დაარსა მარჯორი უორდროპის ფონდი, რომელსაც ქართველოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

პირველად უორდროპები სოფელ ნიგოითში მაჭუტაძეებმა მიიპატიჟეს. თავად დიმიტრი მაჭუტაძის მეუღლე ანა ტარსეი გახლდათ.,,…ვეწვიეთ თავად მაჭუტაძის მეუღლეს ნიგოითში. ეს ქალი ინგლისელია, თავისი სიკეთისთვის დიდად პატივცემული, იგი დღენიადაგ ზრუნავს თავის გლეხებზე, გულისხმიერი ადამიანია და გლეხობაც ავადამყოფობისა და გასაჭირის დროს მას ხშირად მიმართავს რჩევისა და ნუგეშისთვის. მისი შვილები ისევე თავისუფლად ფლობენ ინგლისურს, როგორც ქართულს. მაჭუტაძეები დიდი სტუმართმოყვარეობით გაგვიმასპინძლდნენ.”

 უორდროპები გურულებს ისე შეეთვისნენ, რომ მათ ნათესავებს ეძახდნენ და ყველაზე დიდხანს დარჩნენ გურიაში. და არა თუ დარჩნენ, შემდეგში დედმამაც და ძმა თომაც კი ჩამოიყვანეს. უორდროპები გურიელების მთელ ნათესაობას, მათ მსახურებსა და მოურავებსაც კი დაუახლოვდნენ. ამიტომ ხშირად გურულად უქცევდნენ ლაპარაკის დროს და წერილებშიც.
ოლივერ უორდროპს თურმე ნინო ბერიძის( ტელემაქი გურიელის მეუღლე) დის, ვენერას შერთვა უნდოდა, მაგრამ ნათესავებს უარი უთქვამთ: ,, მაგ სიშორეზე როგორ უნდა გავათხოვოთ, ხომ სამუდამოდ დაგვეკარგებაო.“ სიკვდილის წინ მარჯორი( ის ძალიან ახალგაზრდა 1909 წელს გარდაიცვალა) თხოვდა თურმე ძმას, საქართველოში წადი, ვენერა შეირთე და ჩემი ნივთები მას მიართვიო. ოლივერი ამ მიზნით ჩამოსულა კიდეც, მაგრამ ვენერა უკვე როსტომ წერეთელზე ყოფილა დანიშნული. ოლივერი ინგლისში გაბრუნებულა, ოღონდ ვენერასათვის ჩამოტანილი ნივთები უკან აღარ წაუღია და დიდი მორიდებით მისთვის მიურთმევია, როგორც მარჯორის ნაანდერძევი. შემდეგში ოლივერმა ცოლი შეირთო და შვილს ფარნაოზი დაარქვა. ,,ქალი რომ ყოფილიყო, ვენერას დავარქმევდიო“_ იწერებოდა თურმე

როგორც ავღნიშნეთ უორდროპები   სოფელ ნიგოითში ეწვია  თავად დიმიტრი მაჭუტაძის ოჯახს, რომლის მეუღლე ანა ტარსეი მათი თანამემამულე იყო.

ანა ტარსეი დაიბადა 1845 წელს ლონდონში. იგი უინძორის სამეფო სახლის მებაღის შვილი იყო. 1866 წელს ლევ ტოლსტოის მოწვევით მიწვევით ანა რუსეთში ჩავიდა, სადაც მწერლის შვილებს ზრდიდა. იასნაია პოლიანაში, ტოლსტოის სახლში ტარსეი 1866-72 წლებში ცხოვრობდა. არაჩვეულებრივი სათნო ხასიათით და შინაგანი კულტურით ანამ ტოლსტოის ოჯახის წევრთა ღრმა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურსა. მწერლის შვილი ტატიანა წერდა: ,,განსაკუთრებით სამ ადამიანს ვუმადლი მე ჩემს ბავშვობას: მამას, რომელიც ხელმძღვანელობდა ჩვენს ცხოვრებას და გვიქმნიდა იმ პირობებს, რომლებშიც ჩვენ ვიზრდებოდით.დედას, რომელიც ამ პირობებში ალამაზებდა ჩვენს ცხოვრებას ყველა იმ საშუალებით, რაც კი მას შეეძლო, და ანას, ჩვენს ინგლისელ აღმზრდელ ქალს, რომელმაც ჩვენს ოჯახში ექვს წელს იცხოვრა და გვაჩუქა ამდენი სიყვარული, მზრუნველობა და მტკიცე ზნეობრივი საფუძველი

ანა ჩვენს სახლიდან მაშინ წავიდა, როდესაც მე მეცხრე წელში გადავდექი და მის წასვლასთან ერთად გათავდა ჩემი ბავშვობაც და დამთავრდა ის უღრუბლო ბედნიერება, რომლითაც მე მანამდე ვცხოვრობდი.”

 რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, ანა ტარსეი ლევ ტოლსტოის ,,ანა კარენინას“ ერთ-ერთი მოქმედი გმირის პროტოტიპად გამოუყენებია.

 ყოველივე ეს ნათლად მოწმობს, თუ როგორი სიყვარულით და პატივისცემით ყოფილა გამსჭვალული დიდი რუსი მწერალი ნიგოითში გამოთხოვილი მაჭუტაძეების რძლისადმი. ამითაც იხსნება ლევ ტოლსტოის გამახვილებული ყურადღება საქართველოს ამ უმშვენიერესი კუთხისადმი-გურიის და გურულებისადმი.

 იასნაია პოლიანაში ცხოვრების ბოლო წლებში ტარსეის ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა, მას ციება შეჰყრია. ტოლსტოიმ ის ქუთაისში, თავის ცოლის დასთან, ტატიანა ბერსთან გააგზავნა გამოსაჯანმრთელებლად. ქუთაისში ანა გაიცნო თავადმა დიმიტრი მაჭუტაძემ, რომელსაც ქალი ძალიან მოსწონებია. ისინი 1874 წელს შეუღლდნენ. დიმიტრის მშობლები უკმაყოფილონი იყვნენ შვილის არჩევანით, განსაკუთრებით სარწმუნოებრივი სხვაობა იწვევდა მათ შერშფოთებას. თავდაპირველად ახალგაზრდები ცალკე ცხოვრობდნენ. როცა მათ პირველი შვილი შეეძინათ, მხოლოდ ამის შემდეგ შეურიგდნენ მშობლები ცოლქმარს და სახლში გადაიყვანეს. დიმიტრის და ანას შეეძინათ ექვსი შვილი: დიმიტრი,მინი,ვიქტორ, ჯენი, ტატიანა და ნადეჟდა.

ანამ შესანიშნავად შეისწავლა ქართული ენა. მას საოცრად ჰყვარებია საქართველო და იქაური მაცხოვრებლები. ცხენზე შემჯდარი ის დადიოდა გურიის სოფლებში და უსასყიდლოდ მკურნალობდა ავადმყოფებს. ანა ტარსეის თაოსნობით ნიგოითში აშენდა ინგლისური პარკი, ასევე ინგლისური ჯიშის ხეხილის ბაღი. მან დაარსა მალარიასთან მებრძოლი სანიტარული ჯგუფი, რომელსაც ემსახურებოდა კარეტა. ანას გარდა, საზოგადოებრივ და ბიზნეს საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ მისი ნათესავებიც: ანას დისშვილმა, რომელსაც ჭიათურის მარგანეცის საბადოებზე ჰქონდა ბიზნესი, ააშენა ტენისის კორტები ჭიათურაში, ხოლო სიძემ, ოსკარ ზივერტმა დაარსა პირველი საფეხბურთო გუნდი საქართველოში, მან ჩამოიტანა ეკიპირება, ასწავლიდა ფეხბურთის წესებს

გასაბჭოების შემდეგ ინგლისელები იძულებულნი იყვნენ შეეწყვიტათ საქმიანობა და მშობლოში დაბრუნებულიყვნენ.

სიცოცხლის ბოლო წლებში ანა ტარსეი მძიმედ ავადმყოფობდა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა გარდაიცვალა. დიმიტრი და ანა მაჭუტაძეების მამული და პარკი განადგურებულ იქნა. სასაფლაო, სადაც დასაფლავებული იყო ანა , განადგურდა, ხოლო საფლავის ქვები, მათ შორის ტარსეის, გამოყენებულ იქნა სხვადასხვა შენობათა ასაშენებლად ლანჩხუთში.

 

მაჭუტაძეების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ გურიაში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მათი ერთ-ერთი შთამომავალი გახლავთ პარლამენტარი ნიკა მაჭუტაძე.

უცხოელი რძლების გარდა გურულებს უცხოელი სიძეებიც ჰყავდათ, მაგალითად იტალიელი ანტონ დაგოსტინი.

ის სპეციალობით მშენებელი იყო და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში აწარმოებდა მშენებლობებს. მისი აშენებულია სამტრედიის ძველი რკინიგზის სადგურის შენობა. დაგოსტინი საქართველოში ბევრს მოგზაურობდა და ერთხელაც მოხვდა გურიაში, რომელიც ძლიერ მოწონებია, რადგან მის მშობლიურ იტალიას აგონებდა თურმე. სუფსაში მან ააშენა რკინიგზის სადგურის შენობა, იმავე პერიოდში, იქვე მიმდინარეობდა ნავთის გადასამუშავებელი სადგურის მშენებლობა, სადაც 20 მეტრის სიმაღლის აგურის მილი ჩამოშლილა და ორი მშენებელი დაღუპულა. მაშინ ამ მილის ასაშენებლად მიიწვიეს დაგოსტინი, რომელმაც ბრწყინვალედ გაართვა თავი 25 მეტრის სიმაღლის მილის აგებას.სამწუხაროდ, აღნიშნული მილი დღეს აღარ დგას, იგი 2005 წელს დაუნგრევიათ. ანტონ დაგოსტინი სუფსაში დაფუძნდა. მან ცოლად შეირთო ადგილობრივი მცხოვრები მარინე დიმიტრის ასული ღლონტი და ხიდმაღალაში ააგო საცხოვრებელი სახლი. მათ ჰყავდათ ცხრა შვილი: ემილია,

ვიტორიო, ალბერტი, როზა, რინა, ანგელინა, მარო, ზინა და ალფონსო. ამ ოჯახმა დიდი ტრაგედია განიცადა. საბჭოთა ხელისუფლების მესვეურებმა ანტონი, როგორც უცხოელი, არასაიმედო პიროვნებად მიიჩნიეს და დააპატიმრეს. პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ 1932 წელს იგი გარდაიცვალა და დაკრძალულია სუფსაში, ხოლო მისი მეუღლე მარინე 1937 წელს გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ სუფსაში.

 

 

სურათებზე:  მაჭუტაძეები თავიანთი სასახლის აივანზე(სოფ. ნიგოითი) სხედან მარცხნიდან თავადი ივანე გიორგის ძე მაჭუტაძე და მისი ძმა დიმიტრი მაჭუტაძე(ანა ტარსეის მეუღლე) (მთავარი ფოტო);

მარჯორი უორდროპი ქართულ სამოსში.;
ოლივერ უორდროპი

სხედან დიმიტრი მაჭუტაძე და მისი მეუღლე ანა ტარსეი-მაჭუტაძე;

ინჟინერ-მშენებელი ანტონ დაგოსტინი;

ანტონ დაგოსტინის მეუღლე და შვილები;

ანტონ დაგოსტინის შვილიშვილი ელეონორა გურგენაძე.

 ნონა  იმნაძე ,

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერი.

მსგავსი სტატიები

  • 76
    ზურაბ ცინცქილაძე 70 წლისაა„მივესალმოთ და მივულოცოთ იუბილარს! დღეს, 6 ივნისს, 70 წლის გახდა ცნობილი ქართველი მსახიობი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ზურაბ ცინცქილაძე - მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. დაიბადა ბათუმში, 1952 წელს. 1973 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1973-1988 წლებში მუშაობდა „მეტეხის თეატრში“ 1977-2003 წლებში თეატრისა…
  • 64
    „ვარიაციები კონკიას მიხედვით“დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საბავშვო სპექტაკლის პრემიერა შედგა_ „ვარიაციები კონკიას მიხედვით“. კონკიას უნაკლო ისტორია კვლავ იპყრობს პატარების გონებას თავისი მომხიბლავი სიუჟეტით. წლების განმავლობაში კონკიას მრავალი ვერსია დაიწერა, სწორედ ამიტომ, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ კლასიკური ზღაპრის ვარიაციებს. საახალწლო, გასართობი, მუსიკალური შოუ-პროგრამა, პატარების საყვარელი გმირებით კიდევ ერთხელ გამოგზაურებთ სიკეთისა და…
  • 63
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 62
    მამა იოსებმა ლიხაურის საჯარო სკოლას 1200 ცალი წიგნი საჩუქრად გადასცალიხაურის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა იოსებმა ლიხაურის საჯარო სკოლას საჩუქრად 1200 ცალი წიგნი გადასცა. „1200 ცალი წიგნი საჩუქრად ლიხაურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას_მამა იოსებისაგან. უნიკალური გამოცემები: ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა, გეოგრაფია, სოფლის მეურნეობა, ანტიკური პერიოდის ავტორები, „ქართლის ცხოვრება“, ქართველი და უცხოელი კლასიკოსები...ამ საგანძურს წლების განმავლობაში აგროვებდა მამა იოსები, უანდერძა მომავალ თაობებს. მძიმე…
  • 62
    ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში დამატებითი რეგულაციები წესდებაკორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება. ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში. აღნიშნული ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკა  ბოტსვანა  ზიმბაბვე  ნამიბია  ლესოთო  ესვატინი (სვაზილენდი)  მოზამბიკი  მალავი…