სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე მოადგილესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ევრორეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია „ბაგის“ დელეგაციის წევრებს შეხვდა. 2021 წელს გურიის რეგიონში შემავალმა სამივე მუნიციპალიტეტმა და ასოციაციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
,,პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით გურიაში ახალი ტურისტული პროექტი იწყება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას. ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა,“-_აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 63
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 48
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 47
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 46
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
  • 44
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…