კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) ამერიკული ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაში აკეთებს ინვესტირებას. მის პორტფელში შემავალი პროექტების გეოგრაფია საქართველოს ხუთ რეგიონს, აჭარას, გურიას, სვანეთს, სამცხე – ჯავახეთსა და კახეთს მოიცავს. კომპანიაში ოთხი უკვე ოპერირებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურია, ორი კი, გურიის რეგიონში არსებული პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.
საქართველოში ფონდს ქართული მენეჯმენტი მართავს. CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება საინვესტიციო, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სფეროების მართვის მიმართულებით. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებენ მაღალი დონის პროფესიონალი ინჟინრები, რომლებიც დაარსების დღიდან (2015 წელი) მუშაობენ კომპანიაში. გუნდის წევრების სამუშაო გამოცდილება მათი პროფილის მიხედვით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საშუალოდ 5-დან 20 წლამდე მერყეობს. CCEH საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით.
ფონდის მენეჯმენტი დიდ ყურადღებას უთმობს ახალი თაობის აღზრდას და მათთვის კონკურენტუნარიანი სამუშაო პირობებისა და გარემოს შეთავაზებას. კომპანიაში დასაქმებულ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ ინჟინრებთან, ენერგეტიკოსებთან და ფინანსისტებთან ერთად მუშაობით გაიღრმავონ ცოდნა, შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღონ უნიკალური გამოცდილება.
„წელს ძალიან გაგვახარა ბახვი ჰესის პროექტების უმცროსმა ინჟინერმა ნინი გიორგაძემ, რომელმაც სტენფორდის უნივერსიტეტის 500 ათას დოლარიანი გრანტი მიიღო. ნინი 2023 წლის სექტემბრიდან შეუდგება სწავლას მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტში, კერძოდ სტენფორდში დოქტურანტურაზე სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის მიმართულებით. ძალიან მახარებს მისი წარმატება და ყველა ვგულშემატკივრობთ მას. ნინიმ 2020 წელს თბილისში სან-დიეგოს უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა და ჩვენთან მოხვდა სტაჟირებაზე. სტაჟირების შემდეგ დარჩა კომპანიაში და იმუშავა ჯერ ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტზე, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი გადაინაცვლა ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე სამუშაოდ. სხვათაშორის, მისი ჩვენთან მუშაობის გამოცდილება გახდა ერთ-ერთი განმსაზღვრელი სტენფორდის კონკურსში გასვლის დროს. სტენფორდის უნივერსიტეტი ცნობილია თავისი ტრადიციულად ძალიან მკაცრი შეფასებების სისტემით, რაც ამ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსებს ამცირებს. თუმცა, ერთის მხრივ ნინის უმაღლესმა ქულებმა, მეორეს მხრივ კი სამუშაო გამოცდილებამ, სხვა დადებით თვისებებთან ერთად, თავისი ქნა და ჩარიცხვასთან ერთად, მან 500 000 დოლარიანი გრანტიც მოიპოვა. ჩვენ კომპანიაში ვთვლით, რომ თითოეული ჩვენთაგანის მისიაა ახალი თაობის აღზრდა, მათი განვითარება და მათთვის შესაძლებლობების მიცემა“ – ამბობს მიხეილ ნიბლაძე, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი.
გთხოვთ, იხილოთ CCEH-ში დასაქმებული ახალი თაობის წარმომადგენლების შესახებ ვიდეო სიუჟეტი.
ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე!
მსგავსი სტატიები
- 100
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლი რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ ცხინვალის ივენე მაჩაბელის სახელობის პროფესიული თეატრის სცენაზე განხორცილებეული მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყო“ იყო. ფესტივალის ჟიურიმ „ჯაყოს“ როლის შემსრულებელი რამაზ ხომასურიძე ფესტივალის საუკეთესო მსახიობად აღიარა, ხოლო ხოლო საუკეთესო სცენოგრაფიისათვის კი _ ლომგულ მურუსიძე, ქეთევან ციციშვილი…
- 100
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 100
ქალაქ ოზურგეთის განახლების მიზნით ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას და განახლებულ ინფორმაციასაც წარმოგიდგენთ უკვე დაანონსებულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ურბანულ განახლებასა და კეთილმოწყობას ეხება. ჩვენი ქალაქის განახლების მიზნით, ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია…
- 100
1989 წლის 9 აპრილის ცნობილი ტრაგედიის შემდეგ, ოზურგეთში შეიქმნა ნინო თოიძის საქველმოქმედო საზოგადოება, რომელმაც 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-ლიტერატურული ბიულეტენის „ლეხოურის“ გამოცემა. ამ გამოცემის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ გიზო ჭელიძის ოჯახს (ბატონი გიზო ლიხაურელი გახლდათ, ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი). გიზო…
- 100
დღეს, ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიგაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და…