ქალაქ ოზურგეთის განახლების მიზნით ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება“, – ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას და განახლებულ ინფორმაციასაც წარმოგიდგენთ უკვე დაანონსებულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ურბანულ განახლებასა და კეთილმოწყობას ეხება. ჩვენი ქალაქის განახლების მიზნით, ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. თითოეულ პროექტზე საპროექტო წინადადებები მომზადებულია და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.
უკვე დაიწყო დოლიძისა და ბოლქვაძის ქუჩების რეკონსტრუქცია, სრულად განახლდება მრავალბინიანი კორპუსების იერსახე ჯერ ჭავჭავაძის ქუჩაზე, შემდეგ კი ფარნავაზის ქუჩასა და სხვა ლოკაციებზე. გამოცხადდა ტენდერი ქალაქში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე, რომელიც კორტების თანამედროვე კომპლექსს და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ოზურგეთში პროექტის დასრულების შემდგომ შევძლებთ ვუმასპინძლოთ მაღალი დონის ტურნირებს.
საპროექტო სამუშაოები დასრულდა და მალე წარმოგიდგენთ სრულ ინფორმაციას, თუ როგორი იქნება ოზურგეთის ცენტრალური მოედანი. ოზურგეთი ევროპული ქალაქი იქნება და ქალაქს ულამაზესი მთავარი მოედანი ექნება, რომელიც ტრადიციულ და ყველა მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს, ჩვენი მოქალაქეების და ტურისტების საყვარელი ადგილი გახდება. ფონდი „ქართუს“ მიერ სრულად განახლებული თეატრი, უკვე ქალაქს აძლევს იმის საშუალებას, რომ მის წინ მთელ სივრცეში ისეთი მოედანი მოვაწყოთ, როგორიც ევროპულ ქალაქს შეეფერება.
დღესვე გამოცხადდება ტენდერი ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის და რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე. ქალაქს კიდევ ერთი, კომფორტული და თანამედროვე მწვანე სივრცე და სკვერი ექნება.
უკვე დავასრულეთ პროექტირება და სანაპიროს ქუჩაზე რეკრეაციული ზონის სრულფასოვანი განვითარება მოხდება – მასთან ერთად, საპროექტო წინადადებები მომზადებულია ექადიის ტყე-პარკის განვითარების მიზნით, სადაც უნიკალური ეკოსისტემა გვაქვს – ეს სივრცე დაცული, მოვლილი და სრულად მოწესრიგებული იქნება.
ასევე, მზად გვაქვს ახალი პროექტი ჭადრების პარკის და პეტრიწის ქუჩაზე მდებარე პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის. პროექტი მრავალწლიანი ნარგავების სრულად დაცვით განხორციელდება და დასვენებისთვის კიდევ ერთი კომფორტული სივრცე გვექნება“, _ განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
მსგავსი სტატიები
- 100
დღეს, ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიგაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და… - 100
დაბა და სოფელი (მოწერილი ამბავი) გურია,10 მაისი. ნათქვამია „დიდი ლხენაა ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ… - 100
კორცხოულას მთაზე ამოგორებული მზე კარგა ხნის დაპატრონებული იყო ნაავდრალი მთის ფერდობებს. დედამიწა თავის ფიქრებს, ორთქლის ფთილებად უშვებდა ცისკენ. ლაშის ღელეც წყნარად მიიკვლევდა გზას ბარისკენ. ცისკენ ხელებაწვდილი, ფოთლებშემოძარცვული ხეები მზეს ეფიცხებოდნენ და უყვებოდნენ თითქოს, მთისა და ბარის ამბებს. ამ მშვენიერ ხეობას შეყოლილი გზიდან გურული სოფელი შემოგყურებს თავისი ხიბლითა და სევდით. აქ,… - 100კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) ამერიკული ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაში აკეთებს ინვესტირებას. მის პორტფელში შემავალი პროექტების გეოგრაფია საქართველოს ხუთ რეგიონს, აჭარას, გურიას, სვანეთს, სამცხე - ჯავახეთსა და კახეთს მოიცავს. კომპანიაში ოთხი უკვე ოპერირებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურია, ორი კი, გურიის რეგიონში არსებული პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2023…
- 100
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა. _აჯობებს…