„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, უნდა აღვნიშნო, რომ მოცემულ ვითარებაში ადმინისტრაცია უკვე გახდა „ქართული ოცნების“ დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე სხვადასხვა მანიპულაციისთვის“. ამის შესახებ დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ.
მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით 12 ათას ადამიანამდეა კოვიდინფიცირებული. ასევე ათასობით განისაზღვრება ინფიცირებულთან კონტაქტების მქონე და იზოლაციაში მყოფთა რაოდენობა. „ამ ფონზე, საარჩევნო ადმინისტრაცია იღებს დადგენილებას, რომლის თანახმადაც დროის არაგონივრულად მცირე მონაკვეთში, მხოლოდ 24-იდან 26 ოქტომბრის ჩათვლითარის შესაძლებელი ამ ადამიანთა გადასატანი ყუთებით მოსარგებლეთა სპეციალურ სიაში რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობისთვის.
ვინაიდან ამ კონტინგენტისთვის ახალი რეგულაცია ცვლის ცალკეულ პროცედურებს (მაგალითად, მარკირების გაუქმება), ასეთი რეალობა, ქართულ სინამდვილეში, ხდება ხმებით მანიპულირების მაღალი რისკის შემცველი პროცესი. ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აძლევს ხელს. რისკის ქვეშაა საარჩევნო პროცესის ისეთი ორგანული მდგენელები, როგორიცაა ფარულობა, თავისუფალი ნების გამოვლენა, საყოველთაობა“, -აღნიშნა სიორიძემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების კისერზეა ის, რომ არჩევნების კარამდე შეგნებულად მოიტანა აღნიშნული პრობლემა. „ხელისუფლება ვალდებული იყო ამ ვითარების პროგნოზირება მოეხდინა გაზაფხულზევე, როცა ინფექციის გავრცელების შეჩერება და პროცესის დროში გადავადება პრაქტიკულად სრული ჩაკეტვით მოხერხდა. მაშინვე ცხადია იყო, რომ შემოდგომა ინფექციის გავრცელების მხრივ იქნებოდა მძიმე (ამაზე საუბრობდა თავად მთავრობა) და 31 ოქტომბერი, როგორც საარჩევნო დღე, იქნებოდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დასაორგანიზებელი. ამას სჭირდებოდა უმაღლეს საკანონმდებლო თვალსაზრისით გააზრება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რაც „ოცნებამ“ არ გააკეთა და დღეს საზოგადოებას, საარჩევნო ადმინისტრაციით ხელით სთავაზობს კონტექსტიდან ამოგლეჯილ, სათავისო და ამომრჩევლის უფლებების შემლახავ გადაწყვეტილებებს.
დღეს გვაქვს მდგომარეობა, როცა ინფექციის ლამის გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ფონზე, მხოლოდ 19 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოსცემს დადგენილებას და აძლევს სპეციალური რეგისტრაციის საშუალებას ინფექციის გამო მობილობაშეზღუდულ პირებს.
ფაქტია ისიც, რომ სადღეისოდ ინფიცირებულთა და იზოლირებულთა მხოლოდ 10 %-ს აქვს რეგისტრაცია გავლილი. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას არ უწარმოებია შესაბამისი და სათანადო აგრესიულობით საჭირო საინფორმაციო კამპანია. მეორეს მხრივ, სამწუხარო ფაქტია, რომ 27-იდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში ჩვენ კიდევ დაგვემატება რამდენიმე ათასი კოვიდინფიცირებული და მათთან კონტაქტის გამო იზოლირებულები და ეს ამომრჩევლები, საპარლამენტო არჩევნების მიღმა დარჩებიან“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მან სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადა „სამოქალაქო პლატფორმა 2020“ -ს, რომელმაც დღეს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ამ რეგულაციის შეჩერება. „ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას და ყველა იმ პირსა და ორგანიზაციას, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებზე რამდენიმე ათეული ათასი ამომრჩეველი, რომლებიც მობილობის შეზღუდული უფლების გამო ისედაც მოკლებულნი იქნებიან მაჟორიტარულ ნაწილში ხმის მიცემის შესაძლებლობას, საერთოდ არ დარჩნენ საარჩევნო პროცესის მიღმა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით და მაქსიმალური სიფრთხილით, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. „ლელო“ ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ამომრჩეველს მიეცეს თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულების საშუალება“, – აღნიშნა ბრიფინგზე „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ.
გაზეთი „ალიონი“ ამ თემაზე ოზურგეთის #60/24 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძეს ესაუბრა: _22 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს თვითიზოლიცაიში მყოფი პირების რეგისტრაცია, რათა მათ, ვისაც სურვილი აქვს, მიიღონ მონაწილეობა ხმის მიცემის პროცედურაში გადასატანი ყუთის მეშვეობით. ამისათვის მათ უნდა მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისისიას (ცესკო) ცხელ ხაზზე: 0322 51 0051 (შიდა ნომერი 0)
ცეესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი გამართულად მუშაობს და 25 ოპერატორი დღეს 22 საათამდე დააფიქსირებს მოქალაქეთა მოთხოვნებს, რომლის შემდეგ მათი მონაცემები ოფიციალურად დაფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.
ხვალიდან იწყება ერთიანი საარჩევნო სიების ბეჭდვა და დღეს, 22 საათის ჩათვლით თვითიზოლიაციში მყოფი პირებიდან, ვინც ვერ მოხვდება გადასატანი ყუთების სიაში ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ხოლო ის პირები, ვინც გადასატან ყუთზე იქნებიან რეგისტრირებული, ერთიან საარჩევნო სიაში მათი გრაფის გასწვრივ იქნება წარწერა „გადაყვანილია საარჩევნო ყუთში.“
26 ოქტომბრის შემდეგ თვითიზოლიაციაში მოხვედრილი პირები, ზემოთ თქმული მიზეზების გამო კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ_ გვითხრა ბერდია ლომაძემ.

 

მსგავსი სტატიები

  • 88
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 86
    ოზურგეთი საარჩევნო ბილბორდებისა და ბანერების ღია სამუზეუმო ქალაქის პერსპექტივითოზურგეთში რომ უცხოელი ჩამოვიდეს და ქალაქს თვალი გადაავლოს, ქუჩებში იმდენი საარჩევნო გარე რეკლამაა შემორჩენილი, იფიქრებს, რომ გურულების სათავო ქალაქი საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, არადა, რამდენიმე დღეში 8 თვე გახდება, რაც ეს არჩევნები ჩატარდა. თავიანთი მასშტაბურობით განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის გულის გულში, სახელად პსპ-ს ¬და გამოსაყენებლად სხვათა შენობაზე განთავსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო…
  • 79
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 75
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 74
    გურიას და გურულებს მალე მსოფლიო გაიცნობს ლევან კოღუაშვილი გურულებზე ფილმს იღებს40 წელს მიტანებული ქვრივი ზურიკო ყოფილ სიდედრთან და 16 წლის შვილთან ერთად გურიაში ცხოვრობს. მოჰყავს თხილი, პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხით კი თბილისში შვილის სასწავლებლად გაგზავნა სურს. ზურიკოს უახლოესი მეგობარი, „მარშუტკის“ მძღოლი გელა და ზურიკოს სიდედრი ფიქრობენ, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდი სასწავლებლად დედაქალაქში გადავა, ზურიკო მარტო დარჩება და მარტოსული სიბერეც…