ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით არსებული ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის თაობაზე.
21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, დაიწყო შემაჯამებელი ოქმების საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემის პროცესი; რის შემდეგაც, ოქმები იტვირთებოდა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში. 21 ნოემბრის ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო ოქმების განთავსება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
„მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ ფორმატში შედეგები მალევე გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, აღნიშნულის მიზეზები დამატებით დგინდება.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვის და მონაცემების დამუშავების პროცედურები; ამ პროცესის ტრანსლირება კი როგორც ცესკოს ვებგვერდზე (cesko.ge), ისე კომისიის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. თითოეული შემაჯამებელი ოქმი ასახულია ვებგვერდზე და ამ დეტალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას,“ განაცხადა ნათია იოსელიანმა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ყველა, – 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით:
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |
მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები |
№1 – მთაწმინდა, კრწანისი | №2 – შალვა შავგულიძე – 8.43% (1 727)
№41 – ბექა ოდიშარია – 91.57% (18 769) |
№2 – ვაკე
|
№2 – ელენე ხოშტარია -6.28% (1 378)
№41 – ნოდარ ტურძელაძე -93.72% (20 549) |
№3 – საბურთალო
|
№24 – ალექსანდრე ელისაშვილი-10.08% (2 770)
№41 – დავით სერგეენკო-89.92% (24 697) |
№4 – ისანი
|
№5 – ხატია დეკანოიძე – 7.85% (1879)
№41 – კახა კახიშვილი -92.15% (22 055) |
№5 – სამგორი
|
№5 – ლევან ხაბეიშვილი – 11.32% (3 573)
№41 – სოზარ სუბარი -88.68% (27 993) |
№6 – დიდუბე, ჩუღურეთი
|
№36 – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 10.05% (3 188)
№41 – გიორგი ვოლსკი 89.95% (28 522) |
№7 – ნაძალადევი
|
№10 – შალვა ნათელაშვილი -8.6% (2 223)
№41 – მიხეილ ყაველაშვილი – 91.4% (23 629) |
№8 – გლდანი
|
№5 – ნიკანორი მელია – 10.64% (3 032)
№41 – ლევან კობიაშვილი – 89.36% (25 474) |
№10 – თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი
|
№5 – გიორგი ბოტკოველი -11.17% (5 608)
№41 – ირაკლი ქადაგიშვილი – 88.83% (44 616) |
№11 – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი
|
№5 – ცეზარი ჩოჩელი – 7.47% (2 076)
№41 – შალვა კერესელიძე -92.53% (25 728) |
№12 – რუსთავი, გარდაბანი
|
№5 – დავით კირკიტაძე- 10.21% (4 012)
№41 – ნინო ლაცაბიძე – 89.79% (35 297) |
№16 – ხაშური, ქარელი
|
№5 – ნატო ჩხეიძე -8.28% (2 763)
№41 – ზაალ დუგლაძე – 91.72% (30 602) |
№21 – ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი | №5 – კახა გეწაძე – 8.06% (3 488)
№41 – ბეჟან წაქაძე – 91.94% (39 810) |
№23 – ქუთაისი
|
№5 – გრიგოლ ვაშაძე – 8.08% (2 626)
№41 – ზაზა ლომინაძე – 91.92% (29 866) |
№27 – ზუგდიდი | №5 – მალხაზ ჯალაღონია – 6.12% (2 064)
№41 – ირაკლი ჩიქოვანი – 93.88% (31 678) |
№28 – ბათუმი
|
№5 – ლევან ვარშალომიძე -12.19% (4 172)
№41 – რესან კონცელიძე – 87.81% (30 057) |
№30 – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო | №5 – მიშა ბოლქვაძე -11.81% (4 293)
№41 – ანზორ ბოლქვაძე – 88.19% (32 062) |
ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები:
საარჩევნო ოლქი
|
მეორე ტურში გასული კანდიდატები |
№59 – ქუთაისი | №5 – გრიგოლი შუშანია – 7.98% (2 595)
№41 – იოსები ხახალეიშვილი – 92.02% (29 911) |
მსგავსი სტატიები
- 57ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 55დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 55ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 53საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
- 49საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…