დღეს, #24/60 ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.

სხდომის დაწყებას მცირე ხმაური ახლდა. საოლქო კომისიის წევრებმა: საარჩევნო ბლოკის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა მზია წერეთელმა და  პარტია „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა ეკა სურგულაძემ ხმაურის შემდეგ , ხოლო პარტია „დავით თარხან მოურავი-ირმა ინაშვილი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა თამარ შიოლაშვილმა ყოველგვარი ხმაურისა და განმარტების გარეშე დატოვა სხდომა.

_როგორც გინდათ, ისე წერეთ ეს ოქმი. რომელ ამომრჩეველს ატყუებთ, საკუთარ მოსახლეობას, რომ ლეგიტიმურად ჩაატარეთ არჩევნები?  თქვენ კანტორა გაქვთ და ამ არჩევნებს ვერ „გააპრავებთ“, თქვენ გააყალბეთ არჩევნები_ მიმართავდა საოლქო-საარჩევნო კომისიას მზია წერეთელი.

_არჩევნები ტოტალურად თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყალბდებოდა და არა დღეს_პასუხი დაუბრუნეს კომისიის წევრებმა.

მას შემდეგ, რაც წერეთელმა და  სურგულაძემ დატოვეს სხდომა და მას შიოლაშვილი და სხდომაზე დამსწრე წარმომადგენელთაგან, კიდევ რამდენიმე პირი გაჰყვა..საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ცეცხლაძემ კომიის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ოზურგეთის #24/60 საარჩევნო ოლქში (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნების შედეგები.

შემაჯამებელი ოქმის დამტკიცება, სხდომაზე დარჩენილმა კომისიის 8 წევრმა  ხელმოწერებით დაადასტურა.

მსგავსი სტატიები

  • 70
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 59
    „საარჩევნო საჩივრების განხილვამ აჩვენა, რომ მომხდარ შეცდომებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“„საარჩევნო პროცესს საქართველოში ახასიათებს საარჩევნო დავების სიმრავლე. არჩევნებთან დაკავშირებული დავების ანალიზი, ისევე როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები და საარჩევნო სუბიექტების განცხადებები ცხადყოფს, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დაძაბულ და პოლარიზებულ გარემოში, ჩართული მხარეების მხრიდან ერთმანეთის მიმართ უნდობლობის ფონზე. ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვანია საარჩევნო დავების პრევენცია, ისევე როგორც, წამოჭრილი დავების გამჭვირვალე, დროული და ეფექტური…
  • 56
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 55
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 55
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…