საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც.
ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი მიწის შვილობა განგებამ ხომ მათაც მიჰმადლა.
თუმცა მავანთ ასეთი ფიქრებიც მოსძალებიათ: – გახსოვდეთ, საშიშნი ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი მიწის ბატონ-პატრონად მიიჩნევენ თავს. ბევრი რამ აურ-დაურიეს, ბევრნი უღვთოდ შეაქეზეს, მშვენივრად გაატარეს -გახლიჩე და იბატონეს- პოლიტიკა. ერებიც ერთმანეთს წაჰკიდეს და მიწათა ბატონ-პატრონობის სურვილიც სხვაგვარად განუწესეს თავად ქვეყნებში და ქვეყნებს ერთმანეთში. უფრო სწორად პატრონობის სურვილი გვერდზე მიუწიეს და ბატონობა წამოუწიეს მაღლა მხოლოდ, და ასეთ ქაოსში გაბნეულ, დაბნეულ ადამიანებზე ბატონობით ხარხარებს უკეთური. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რწმენისანი, ან რომელი ერისანი იყვნენ, ან არიან.
ქართველობა ვახსენეთ ზემოთ და ქართველობით თამაში რაღაა. სწორედ ამ თამაშით იყიდებოდა საქართველო, იყიდება დღესაც. „იყიდება საქართველო, ყიდის ყველა…“ ამ ტკივილმა ამოაკვნესა ეს სიტყვები ნიკო ლორთქიფანიძეს, გული აუტირა, რომლის ტკივილიც სწორედ მოთამაშე ქართველებმა, ან კიდევ სხვებმა გააყოლეს იმ ქვეყნად, მასაც და ბევრ სხვასაც ღირსება რომ არ დაკარგეს, იმიტომ… ისევ ხარხარებს უკეთური…
ამ ამოკვნესებამ და ხარხარმაც კვლავ აიხმიანა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის ხილვისა და მოლოცვის შესაძლებლობა გვიწყალობა უფალმა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მამა ბასილი კვირჩილაძის წინამძღოლობით.
მეწამული ფერი ცისა და მიწის შესაყართან. ბალახსა და ყვავილებზე ალმასისფრად ფრქვეულ ნამში იმ მიწის ხიბლი ჩახატულიყო, გასაოცარი ენერგიით რომ გავსებს… მერე თანდათან აირეკლა ტაძარი ქვათაგან ნაშენი თუ ქვაში ნაკვეთი. ბუნებისა და ადამიანთა მიერ ხელქმნილი ერთობლივი საოცრება. ეს არ შეიძლება წარმოიდგინო, ეს უნდა ნახო და შეიგრძნო.
მიწა დუდუნებდა თითქოს, ფოთლებიც ჩურჩულებდნენ ამაზე, იმ მიწას გედავებიან, ასე რუდუნებით რომ პატრონობდნენ შენი წინაპრები, ექვსი ათასი მოწამე ბერის და კიდევ რამდენის სისხლით რომ მორწყოო დამპყრობელმა. ყაზბეგი გამახსენდა და საკუთარ გრძნობებსა თუ უგრძნობელობას აყოლილნიც. სამშობლოს სიყვარულზე მოსაუბრე, საკუთარი კეთილდღეობისთვის ქვეყნის გამყიდველნიც. დაუფიქრებლად რომ ყიდიან, იქნებ გამიზნულადაც, ან როგორც შეუძლიათ, ისე. ასე გაყიდეს და გააჩუქეს დღეს უკვე უცხოთა კუთვნილებად ქცეული რამდენი ნაწილი ქვეყნისა.
გარეჯში სოფელ უდაბნოს მცხოვრებ ახალგაზრდებს გავესაუბრეთ.
-აქ ეკომიგრანტები ვცხოვრობთ, რაჭველები, სვანები, მოხევეები. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. მრევლს საშუალება არ ეძლეოდა ჩვენს წმინდა ადგილებთან მიახლებისა. ახლა გვიშვებენ. ამბობენ ასე არჩევნებამდე იქნება, მერე ისევ დადგება ეს პრობლემაო. ამ საუბარს ერთ-ერთი დამთვალიერებელი შეესწრო აჭარიდან. რომელმაც თავისი ოჯახის წევრის ნაამბობი გაიხსენა. – ჩემი ოჯახის წევრი გონიოს ციხეში თურქ დამთვალიერებელთა ერთ-ერთ ჯგუფთან მოხვდა. მან თურქული კარგად იცის. თურქი გიდი უხსნიდა თურქ დამთვალიერებელს, რომ ეს ციხეცა და ტერიტორიაც თურქების იყო და იმედი აქვთ მალევე დაიბრუნებენო.
მ. ნ. _„გარეჯში საუბარია სამოცდაათი მეტრით საზღვრის გადმოწევაზე, რომლითაც უნდათ აზერბაიჯანული მოსახლეობის გულის მოგება ხმების სანაცვლოდ… იქაური მწყემსებიც გამიზნულად მოერეკებიან ჩვენსკენ საქონელს.“
მერე იოანე ნათლისმცემლის სახელობის უდაბნოს ქვაში ნაკვეთი ტაძარი ვიხილეთ თავისი მოკრძალებით და დიდებულებით, მოწმე და სახე მოკვდავთა დიდსულოვნების და სულმდაბლობისაც. პირველი – უფლისმიერი შთაგონებით ქვასთან შერკინებულ დიდოსტატთა ხელთქმნილი და მეორე – ქვადნაკვეთ გუმბათს გაჩენილი ბზარები და განადგურებული ფრესკები, გასული საუკუნის ოციან წლებში ბოლშევიკთა „ნამოღვაწარი“.
სამწუხაროდ მეორდება ზოგჯერ მოვლენები, სხვადასხვა ფორმითა და სახით. კვლავ მოდავება, კვლავ წაკიდება, ხელის მოთბობა და ვაჭრობა იმ ქმნილებათა ხვედრით, რომელიც ზოგთათვის შემოსავლისა და მოგების მხარეა მხოლოდ, ზოგისთვის შურისგებისა, ზოგისთვის კიდევ სულის ტკივილი და სულიერების ამაღლება.
ნინო ნიკოლაიშვილი
24 სექტემბერი, 2012 წელი.
გაზეთი „ალიონი“ #34
მსგავსი სტატიები
- 100
30 ივლისს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება კამპანიის ლიდერებს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში საარჩევნო კამპანიის ლიდერი დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ხოლო საქართველოს მასშტაბით კამპანიის ლიდერი პრემიერ-მინისტრი ირაკლი… - 100
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტული სცენა 22 დეკემბერს, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლით „ცოტა ომი და დიდი სიყვარული“-მასპინძლობდა მაყურებელს. კომპოზიტორი შალვა მაცხონაშვილი; რეჟისორის ასისტენტი მაკა მამულაშვილი; მონაწილე მსახიობები: ციცი ბუცხრიკიძე,შორენა სიხარულიძე,ირაკლი ურუშაძე, მარიკა ასათიანი, ჯაბა მორჩილაძე,თეა კეჭაყმაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, გენადი ნიკოლაშვილი. ეზო, სადაც არ აციან რა არის ომი,… - 100
ავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ… - 100
ბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე, განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის… - 100
კოლმეურნეობის თავმჯდომარემ სოფლის საერთო კრებაზე გაანდო ეჭვი დაღლილ კოლმეურნეებს, რომ წინ ბედნიერება გველოდა, გარდამავალი დღოშა მივიღეთ. ამიტომ საცხრამაოსოდ სამზადისი ორი კვირით ადრე დაიწყეს, სოფლის ცენტრში სოკრატ შევარდნაძის ლურჯი ტრაქტორის გემ ავრორად გადაკეთებას შეუდგა კოლმეურნეობის მხატვარი თემურ ნინიძე ასისტენთებთან ერთად. შეღებილი ფანერებით, დროშებით, ალმებით მორთული ტრაქტორი, მატო ბორბლების ნაწილი რომ უჩანდა…