ნოროვირუსის აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული , – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მაღალი ალბათობით “ნოროვირუსი” იყო.
მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში ასეთი ფაქტები უკავშირდება ინფიცირებული ადამიანის მიერ საკვების მომზადებას ან შეფუთვას ან ნებისმიერ კონტაქტს საკვებთან.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ ბაღების ეპიდაფეთქება დაკავშირებულია ნოროვირუსთან. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად უკვე უნდა გვქონდეს მეორადი შემთხვევები, ანუ ოჯახის წევრების/ახლობლების ინფიცირება, რადგან ნოროვირუსი ძალიან ადვილად გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე ფეკალურ-ორალური გზით. ასევე შესაძლებელია ინფიცირება დაბინძურებული ზედაპირებიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ნოროვირუსის ეს აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში. შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა ჩვეულებრივ გავრცელებული ინფექცია. ახლა სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული. ხშირ შემთხვევაში ასეთი ფაქტები უკავშირდება ინფიცირებული ადამიანის მიერ საკვების მომზადებას ან შეფუთვას ან ნებისმიერ კონტაქტს საკვებთან. სასწრაფოდ გამოსაკვლევია (უფრო სწორად უკვე უნდა იყვნენ გამოკვლეულები) ყველა ის პერსონალი, რომელიც მუშაობს ბაღების საკვებით მომარაგების დაწესებულებებში. ვირუსის არსებობა განავალში აღმოჩენადია 2 კვირა. შესაბამისად, ახლა ადვილია ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა. ან შეიძლება უკვე მანამდე ინფიცირებული საკვები მოხვდა ბაღის დისტრიბუტორებთან. მოკლედ, ახლა ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ინფიცირებული პროდუქტი ისევ გამოყენებაში სადმე“, – წერს ბუწაშვილი.
წყარო: IPN.GE
მსგავსი სტატიები
- 57ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. როგორც მან განმარტა, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ…
- 57
ვინაიდან აღნიშნულ კურორტებზე სასმელი წყლით მომარაგების დაბალი ტექნიკური დონე და არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობაა, რომელიც ხშირ შემთხვევებში იწვევს კუჭ-ნაწლავის ინფექციების ეპიდემიური გავრცელებას,დამსვენებელთა მასობრივ ავადობას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზიც შეიძლება გახდეს. აღნიშნული დაავადებების გავრცელების რისკი განსაკუთრებიღთ მატულობს ზაფხულის პერიოდში ისეთ საკურორტო ზონებში სადაც არ ხდება დამსვენებულთა სასმელი წყლით მომარაგება ცენტრალური წყალსადენით.… - 56სრული პასუხისმგებლობით თქვენი ჯანმრთელობისთვის! - ამ ლოზუნგით კლინიკა „ვივამედის“ექიმებმა ტრადიციული უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია,ამჯერად, გურიის რეგიონის მოსახლეობისთვის ჩაატარეს. სოფელ გომსა და შემოქმედში 2 დღის განმავლობაში პაციენტებს იღებდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, გინეკოლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი. მოქალაქეებს ჩაუტარდათ მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევები, მამოლოგიური და ფარისებრი ჯირკვლის…
- 54
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას ავრცელებს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ბრძანებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან 6 თვით ან და მეტი ვადით, უწყვეტად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, როგორც მოსარგებლეს[ბენეფიციარს] რეგისტრაცია შეუჩერდებათ. ამ მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პროგრამით რომ ისარგებლონ, ხელახლა მოუწევთ ამბულატორიებში დარეგისტრირება. შესაბამის… - 52
2024 წელს, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გურიის რეგიონში მიმდინარეობს პოპულაციაში მაღალი არტერიული წნევის გამოვლენის აქცია. აღნიშნული აქტივობა მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებითა და ქალაქების-ოზურგეთი, ლანჩხუთის, ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. გაზომვების თვე“ ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალურ კამპანიას საქართველო უკვე მერვედ…