გურიის ერისთავებმა ჩოხატაურის ისტორია შექმნეს — დროა, მათი ღვაწლი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ!
ბევრი რამ ვიცით გურიის ერისთავებზე, თუმცა ისტორიას მათი მოღვაწეობის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი დღემდე შემოუნახავს.
გიორგი ერისთავმა აღადგინა ერკეთის მთავარანგელოზთა და გორმაღალის ეკლესიები. ერისთავები მფარველობდნენ ეკლესია-მონასტრებს და ხელს უწყობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას.
მათ სახელს უკავშირდება გორაბერეჟოულის ციხე-დარბაზი და ჩოხატაურში გიმნაზიის გახსნა.

მიხეილ ერისთავმა გორაბერეჟოულში გააშენა უნიკალური დენდროლოგიური პარკი, ხოლო 1848 წელს საკუთარ მამულში ჩაის ბუჩქები დარგო — ქართული ჩაის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაწყისი.1964 წელს დაამზადა საქართველოში.ჩაის პირველი პროდუქცია,რითაც საფუძველი ჩაეყარა ჩაის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში
ანდრია ერისთავი ხელს უწყობდა ჩოხატაურში თამბაქოს მოყვანას. ერისთავები ზრუნავდნენ განათლებასა და ჯანდაცვის განვითარებაზეც — მათ სახელთან დაკავშირებულია საქველმოქმედო საავადმყოფოს გახსნა და მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო დახმარების ორგანიზება.
ეს მათი ღვაწლის მხოლოდ ნაწილია.
განა არ იმსახურებს ეს ისტორია, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ?
მინდა შემოგთავაზოთ ერთი იდეა: ჩოხატაურში დავაფუძნოთ ყოველწლიური დღე — „ერისთაობა“, რომელიც გააერთიანებს გურიის ერისთავების შთამომავლებს, ისტორიის მოყვარულებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩოხატაურის განვითარებაში.
ეს იქნება ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ღირსეული ადამიანების პატივისცემის დღე.
როგორ მოგწონთ ეს იდეა? რას ფიქრობთ, უნდა დავაფუძნოთ თუ არა ჩოხატაურში „ერისთაობა“?
მაინტერესებს თქვენი აზრი და წინადადებები. იქნებ, ერთად დავიწყოთ ახალი ტრადიცია, რომელიც ჩვენს წარსულს მომავალთან დააკავშირებს.
წერს ზაურ ოსეფაიშვილი სოციალურ ქსელში.
მსგავსი სტატიები
- 83
გაზეთი „ალიონი“ 2026 წელს (#7,#11)წერდა ლევილის ქართულ მამულში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ არ სრულდებოდა საქართველოს მთავრობასთან ლევილის დარბაზში ხელმოწერილი შეთანხმება „ვალდებულებით ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის (ჩუქების) შესახებ“. ტიერი ბერიშვილი თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის პროცესში და, როგორც ფირცხალავებისა და რამიშვილების ოჯახების წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა 2016 წლის… - 83
- 83
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 80
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის… - 77
„ცხოვრებაში დიდი პოეზია შემოჰქონდა ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი ზედაპირი ალაგ-ალაგ ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა სუროთი,…
