დღეს 90 წელი შესრულდა საქართველოში ერთ-ერთი ძველი გაზეთის დაარსებიდან. გურიის რეგიონში 1918-1921 წლებში გამოდიოდა გაზეთი „გურიის ხმა“, ხოლო 1931 წელს დაარსდა რაიონული გაზეთი (1962-65 წლებში რეგიონული გაზეთი). მინდა პატივისცემით მოვიხსენიო ყველა ის ჟურნალისტი, რომლებიც ათეული წლების მანძილზე ქმნიდნენ ოზურგეთის და გურიის ისტორიას: თამაზ სალუქვაძე, აფთონ გურგენიძე, ვახტანგ ჯაყელი, ამბროსი სალუქვაძე, ლეონიდე მახარაძე (რედაქტორები); აკაკი მჟავანაძე, ბორის შეწირული, ოთარ საჯაია, ბეგლარ ჩხაიძე, მამია კილაძე, ელგუჯა შევარდნაძე, ვაჟა ჭანუყვაძე, გიზო ჭელიძე, ნუგზარ ქინქლაძე, ვასო მექვაბიშვილი, ვალიდა ფიფაიშვილი, ლამარა სიმონიშვილი, ზია სამსონია, იური შაქარიშვილი, ნუკრი ნიკოლაშვილი…პანდემიის გამო შეზღუდვებისა და რედაქციის მწირი ფინანსური მდგომარეობის გამო, ვერ შევძელით საიუბილეო ნომრის გამოშვება.
ვულოცავ „ალიონის“ ერთგულ გულშემატკივრებს ამ თარიღს და ბედნიერ შობა-კალანდის გათენებას ვუსურვებთ. გთავაზობთ პოეტის, ჟურნალისტის და საზოგადო მოღვაწის გენრიეტა ქუთათელაძის მოგონებას:
მოგონებებში ამოანათებს
ახლა,ამ შორეული გადასახედიდან იმ დღეების სინათლე და სითბო მახსენებს თავს,როცა ჯერ კიდევ, 60-იან წლებში,სკოლის მოსწავლეს რაიონული გაზეთის კითხვისას რომ მეუფლებოდა,ცხადია,მიხაროდა, გაზეთის ფურცლებზე ჩემს პირველ პუბლიკაციებს რომ ვხედავდი დასტამბულს. მერე კი,1962 წელს ამ გაზეთის ბაზაზე დაარსებული გურიის რეგიონის სარაიონთაშორისო გაზეთის თანამშრომელთა შორის მეც ვპოვე ადგილი . აქ მთელი გურიის ინტელექტუალური ძალები იყვნენ წარმოდგენილი,რედაქცია ოზურგეთის,ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რედაქციებში მომუშავე წამყვანი ჟურნალისტებისაგან დაკომპლექტდა.გაზეთის რედაქტორი აფთონ გურგენიძე იყო; მოადგილე_ მამია კილაძე; პასუხისმგებელი მდივანი_ელგუჯა ;განყოფილების გამგეები, ლიტმუშაკები, სპეც. კორესპონდენტები: ვალიდა ფიფაიშვილი,ვაჟა ჭანუყვაძე,ნუგზარ ქინქლაძე,გიზო ჭელიძე,ლამარა სიმონიშვილი,ვასო მექვაბიშვილი,ოტია კალანდაძე,მიხეილ გუგეშაშვილი, გიგლა გიორგაძე (ფოტოკორესპონდენტი) გიგლა ვაჩეიშვილი …ეს ჟურნალისტები წლების მანძილზე თავიანთი პროფესიონალიზმით გაზეთს მკითხველთათვის საინტერესოდ წარადგენდნენ და ეს გაზეთის ტირაჟზეც აისახებოდა,რეგიონის ყველა ოჯახში გაზეთს კითხულობდნენ.
განსაკუთრებული სიყვარულით კი გაზეთის რედაქციასთან შექმნილი ლიტერატურული გაერთიანება სარგებლობდა,რომელსაც გიზო ჭელიძე ხელმძღვანელობდა.გაზეთის რედაქტორი აფთონ გურგენიძე კი ამ გაერთიანებას მხარს უჭერდა და გაზეთის ფურცლებზეც ხშირად ქვეყნდებოდა ლიტერატურული ჩანართები,სწორედ მისი ძალისხმევით გაიმართა არაერთი ლიტერატურული საღამო, რომლის მონაწილე მეც ვიყავი…
განსაკუთრებით დაუვიწყარია ჩემთვის დიმიტრი ერისთავის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, ეს იყო 1964 წელს… მაშინ გაჟღერებული აზრი,რომ შენი ხალხის საკეთილოდ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ერის მეხსიერებაში იმკვიდრებს და ადამიანი თავისი ღვაწლით ფასობს,ჩემთვის, ფასეული გახდა,ხოლო ადამიანები,რომლებიც თავიანთ ღირსეულ წინაპრებს არ ივიწყებენ,-სამაგალითონი. რედაქციის კარი ღია იყო ყველა ავტორისათვის,ვისაც თავისი გულისნადების გამოხატვა სურდა, აქ მოისწრაფოდნენ ადამიანები,რომლებიც მხარდაჭერას და დაცვას რედაქციიდან,ჟურნალისტებიდან ელოდნენ და ისინიც, რომლებიც სულიერ ,კულტურულ ოაზისს მოინატრებდნენ…რედაქციის,მისი თანამშრომლების ეს რუდუნება კი იმდენად საჩინო იყო,რომ დედაქალაქელ და სხვა რეგიონების ინტელექტუალთა მოწონებასა და მხარდაჭერას იმსახურებდა.პროფესორები იასე ცინცაძე,იური სიხარულიძე,აკაკი ხინთიბიძე,ალექსანდრე ჩავლეიშვილი, ქველი ჩხატარაიშვილი და კიდევ ბევრი გაზეთის პუბლიკაციებს დადებითად ეხმიანებოდნენ. დრო მიქრის… ბევრი რამ იცვლება, ახალ ათასწლეულში რომ გადააბიჯა ამ გაზეთმა , რაიონის მემატიანობა განაგრძო და „ალიონად“ წარუდგა თავის მკითხველებს იმედის მომცემია სამერმისოდ. არ მოგკლებოდეთ მკითხველი და მისი სიყვარული.
გენრიეტა ქუთათელაძე,
პოეტი,ნიკო ლორთქიფანიძის და ზურაბ გორგილაძის პრემიების ლაურეატი
რედაქციისაგან: ქალბატონი გენრიეტა ჩვენი გაზეთის დიდი მეგობარი და ერთგული მკითხველია. იგი 60-იანი წლების მეორე ნახევარში ქ. ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად და ჯერ ხელვაჩაურის რაიონული გაზეთის რედაქტორად მუშაობდა, ხოლო შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო გაზეთ „აჭარაში“ განყოფილების გამგედ; ლიტერატურულ ჟურნალ „ჭოროხში“ რედაქტორის მოადგილედ;წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა რაიონის ქალთა საბჭოს; გამოცემული აქვს პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მრავალი კრებული.მისი ნაწარმოებები შესულია ანთოლოგიებში და სხვა გამოცემებში.
მსგავსი სტატიები
- 93დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 89გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 88სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 881918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 87სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…