26 იანვრის აქციაზე გამოთქმული პროტესტის მიუხედავად, ოზურგეთის მოსახლეობას, ჩვენი აზრით, ბოლომდე გათავისებული არ აქვს ის მოსალოდნელი კატასტროფა, რაც შეიძლება მოჰყვეს ქალაქ ოზურგეთში ფერადი ლითონების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასა და ამოქმედებას.
ქვემოთ მოყვანილი ორი ფაქტიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გარემოს დაცვის სამინისტრომ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ, თვით პრემიერმა და პრეზიდენტმა, ერთი სიტყვით, ქართულმა სახელმწიფომ უარი უთხრას ინდოელ ინვესტორებს და არ დაუშვან ოზურგეთში გლობალურად საშიში გადამამუშავებელი საწარმოს აგება.
ბჰოპალის ტრაგედია
ბჰოპალის ტრაგედია, ინდოეთი 1984 წლის 3 დეკემბერი, ქალაქში მდებარე ქიმიური ქარხნიდან, სახელწოდებით “Union Carbide India Limited (UCIL)”
40 ტონა ტოქსიკური აირი, მეთილი ზოციანიდი(CH3NCO) გაიჟონა. სულ 500 000 ადამიანი მოიწამლა.
5 000-მდე ადამიანი პირველი 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა, 20 000-ზე მეტი კი შემდეგ დღეებში გართულებების შედეგად დაიღუპა.
ამ კატასტროფის გამო დღესაც კი დაახლოებით 120 000 ადამიანი ჯერ კიდევ არის დაავადებული კიბოთი, სიბრმავით, სუნთქვითი გართულებებითა და ა.შ.
ვიდეოს სანახავად შედით ბმულზე: https://youtu.be/Wear84HRJRI?t=8m13s
20 წლის წინ ინდოეთში მოხდა სამრეწველო ავარია, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ქიმიურ კატასტროფად ითვლება. ლაპარაკია 1984 წლის 2 დეკემბრის მოვლენაზე,
როცა ადამიანისათვის მეტად სახიფათო მომწამვლელმა ნივთიერებამ – მეთილის იზოციანატის გაზმა – გაჟონა კონტეინერიდან ამერიკულ კომპანია „იუნიონ კაბაიდ კორპორეიშენის“ ბჰოპალის ქარხანაში და ძილში მოკლა ათასობით ადამიანი. ძილში იმიტომ, რომ ავარია ღამით მოხდა. თუმცა, ტრაგედია იმ ღამეს არ დამთავრებულა.
1984 წლის 2 დეკემბრის ღამეს ცენტრალური ინდოეთის ქალაქ ბჰოპალში 5 000-მდე ადამიანი დაიღუპა. მომდევნო დღეებში, 20 000-ზე მეტი ადამიანი. ასეთია ოფიციალური მაჩვენებლები, რომელთაც ინდოეთის მთავრობა იძლევა. ამ დროს, ბჰოპალელების უფლებათა დამცველები ირწმუნებიან, რომ დაღუპულების რიცხვი სინამვდილეში თითქმის ორჯერ მეტია. ცნობილი „ამნესტი ინტერნეშენალი“, მაგალითად, 25 000-მდე მსხვერპლზე ლაპარაკობს. ლაპარაკია დაღუპულებზე, თორემ დაზარალებულების, ავარიის შედეგად დაავადებულების რიცხვი 800 000-ს აღწევს – და ეს ოფიციალური ინფორმაციით.
რას შეიძლება მოელოდნენ, ან რას უნდა მოითხოვდნენ ფირმისაგან, რომლის საქმიანობაც ასეთი კატასტროფის მიზეზი გახდა? ამ საკითხზე მოსაზრებებს გამოთქვამს ვიჯაი ნაგარაჯი, „ამნესტი ინტერნეშენალის“ მიერ ბჰოპალის კატასტროფის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორი: „ვიჯაი ნაგარაჯის ხმა“ ,რაც შეეხება „იუნიონ კაბაიდს“, უნდა ჩამოვიდნენ და სასამართლოს წინაშე პასუხი აგონ, უნდა გაწმინდონ მათი ქარხნით დაბინძურებული გარემო. სრული ანაზღაურება უნდა გადაუხადონ მსხვერპლს და გაავრცელონ სრული ინფორმაცია იმ ღამეს გაჟონილი გაზის შემადგენლობაზე”.
კომპანია „იუნიონ კაბაიდის“ ვალდებულებებზე, ცხადია, ახლა არ ალაპარაკებულან. ამერიკულმა კომპანიამ და ინდოეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 1989 წელს გააფორმეს შეთანხმება, რომლის შესაბამისად, კომპანიამ გადაიხადა 470 მილიონი დოლარი – მსხვერპლის დასახმარებლად განკუთვნილი თანხა.
კომპანიამ, მართალია, გადაიხადა, მაგრამ ამ თანხის ნახევარზე მეტი (თითქმის ორი მესამედი) დღემდე არ არის მისული დანიშნულების ადგილამდე – ავარიის მსხვერპლამდე.
„პრაკაშ ჯაინის ხმა“ _რა კომპენსაციაც უნდა მივიღოთ, საკმარისი არ იქნება, რადგან ტრაგედია მეტისმეტად დიდი იყო. ადამიანები აქ ცოცხალი ლეშებივით არიან – ყველა რაღაცით ავადმყოფობს, ჩვენ არაფერი გვეშველება. ცოლის მკურნალობაში 200 000 რუპიაზე მეტი დამეხარჯა, კომპენსაციის სახით კი აქამდე სულ 25 000-მდე რუპია მომცეს“,_ ამბობს ბჰოპალის ავარიით დაზარალებლი რამ პრაკაშ ჯაინი.
ის რომ არ აზვიადებს, ბჰოპალის მოსახლეობის მდგომარეობა რომ მართლაც ძალიან მძიმეა, აბდულ ჯაბარის სიტყვებითაც დასტურდება _ ჯაბარია აქტივისტი, რომელიც ავარიის შედეგად მოწამლულებს ეხმარება.
„აბდულ ჯაბარის ხმა“_„ხალხი, უბრალოდ, იხოცება. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. იხოცება არასწორი მკურნალობის გამო. დიაგნოზი არ არსებობს, ექიმბაშები არიან გაბატონებული. ხალხს ფული არა აქვს. იმის გამო, რომ გაუთავებლად ავადმყოფობენ, წესიერად ვერც საქმე აკეთებენ.“
ამდენი უბედურების გამომწვევი ქარხანა, რომელშიც ერთ დროს პესტიციდებს ამზადებდნენ, წლების მანძილზე მიტოვებული და დაცარიელებულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს ბჰოპალისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს. ორგანიზაცია „გრინპისის“ ინფორმაციით, ქარხნის შენობაში მოხვედრა ძალიან ადვილია ღობის, დამცავი კედლისა და მცველების მიუხედავად. შენობის წინ გადაშლილ მინდვრებს კი საძოვრებად იყენებენ, არც ბავშვებს უშლიან იქ თამაშს.
არადა, ბრიტანელი ჟურნალისტი პოლ ვიკერსი, რომელსაც ავარიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით მოუწია ბჰოპალში ჩასვლა, ირწმუნება, რომ ჰაერში ქიმიური ნივთიერებების სუნი დგას და გაჩერებულ ქარხანასთან შეამჩნევთ დაჟანგულ კონტეინერებს, რომლებიდანაც ქიმიური ნივთიერებები ჟონავს.
რადიო „თავისუფლება“.
p.s. ბჰოპალი _ მადჰია-პრადეშის შტატის დედაქალაქი და ბჰოპალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. წარსულში იგი ყოფილი ბჰოპალის შტატის დედაქალაქი იყო. ბჰოპალი ცნობილია როგორც ტბების ქალაქი,მისი მრავალი ბუნებრივი თუ ხელოვნური ტბის გამო, ამავე დროს, ის ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი იყო.
ქალაქი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა 1984 წლის 2-3 დეკემბრის ღამის ბჰოპალის კატასტროფის შემდეგ, როდესაც პესტიციდების საწარმო Union Carbide India Limited (UCIL)-დან მომწმვლელმა გაზმა, მათ შორის მეთილიზოციანატმა გაჟონა. ეს შემთხვევა ინდუსტრიალიზაციის ისტორიაში ყველაზე საშინელია, რომელმაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა. ამის შემდეგ, ბჰოპალი პროტესტებისა და კამპანიების ცენტრად იქცა, რომელიც მომიტინგეებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.
აიკის ალუმინის ქარხნის ავარია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიკის ალუმინის ქარხნის ავარია (უნგრ. Ajkai vörösiszap-katasztrófa) — ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც მოხდა 2010 წლის 4 ოქტომბერს უნგრეთში, ქალაქ აიკის ალუმინის ქარხანაში, ბუდაპეშტიდან 160 კილომეტრში. აფეთქებამ დაანგრია კაშხალი და დაიღვარა ატომური ნარჩენი, წითელი ტალახი, რომლის საერთო რაოდენობა იყო 1,1 მლნმ³. აფეთქების შედეგად დაიტბორა უნგრეთის სამიმედიეს ტერიტორია (ვესპრემი, ვაში და დიორ-მოშონ-შოპრონი). უბედურების ზონაში უნგრეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 ნოემბრის მონაცემებით, დაღუპული იყო 10 ადამიანი. დაზარალებულთა საერთო რაოდენობამ140-ს გადააჭარბა.
დამეთანხმებით, ალბათ, რომ ორივე იმდენად შემაძრწუნებელი ფაქტია, მტერსაც კი არ ვუსურვებთ ასეთ ყოფაში მოქცევას. აი, ამიტომ არ უნდა აიგოს ოზურგეთში ფერადი ლითონების გადამამუშავებელი ქარხანა!
მსგავსი სტატიები
- 62"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 62საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 58ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 58რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 57ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…