სულთმოფენობა ერთ-ერთი უდიდესი მოძრავი საუფლო დღესასწაულია, რომელიც ამაღლებიდან ორმოცდამეათე დღეს აღინიშნება.

დღეს, ოზურგეთელი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი სოფელ კონჭკათის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს ესტუმრა  და საეკლესიო ღვთისმსახურებას დაესწრო. ღვთისმსახურება აღასრულა კონჭკათის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა პეტრემ (გოგეშვილი).

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მამა პეტრეს ვესაუბრეთ:

_თქვენც გემახსოვრებათ, როგორი გზა ჰქონდა მონასტერს. თავდაპირველად გრუნტის გზაზე ტრანსპორტი  გადაადგილდებოდა, შემდეგ კი ტაძართან მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანაქანით იყო შესაძლებელი. ღვთის შეწევნით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით შესაძლებელი გახდა კატის ციხიდან მონასტრამდე 1,5 კილომეტრი ბეტონის გზის დაგება. სამუშაოები დასრულების ფაზაშია. დარჩენილია მხოლოდ 200-მდე მეტრი გზის დაგება, რაც გაუადვილებს მომლოცველებს აქ ამოსვლას.

_მამაო, თქვენ სხვა სამუშაოებსაც გეგმავთ…

_  მძიმე მდგომარეობა იყო აქ. კონჭკათის ტაძარი მე-10 მე-12 საუკუნეებით თარიღდება. იგი ფონდმა „ქართუმ“ აღადგინა. ამ ტაძრის აღდგენა ნამდვილად ისტორიული მოვლენაა.  ამ ეტაპზე ტაძრის ეზოსთან 200 მეტრი გზის შემოყვანას, პარკინგის მოწყობას ვგეგმავთ. ასევე დაგეგმილი გვაქვს სამრეკლოს აგება და  ტაძრის ეზოს გალავნით შემოსაზღვრა. მომავალში აქ  ტურისტული მარშრუტებიც იქნება. _გვითხრა მამა პეტრემ.

მონასტერში ერთი ბერია_მამა კონსტანტინე. ეკლესიის მრევლი კი შორი მანძილიდანაც დადის.

_7 კილომეტრია ჩემს სახლამდე. ფეხით ამოვდივარ და წირვა-ლოცვის შემდეგ ვბრუნდები უკან. აქ საოცარი გარემოა, კარგი ადამიანები _გვითხრა სოფელ ხვარბეთის მცხოვრებმა, კოლეჯის სტუდენტმა გიორგი ვასაძემ.

ჟურნალისტებს სოფელ კონჭკათის მაჟორიტარი დეპუტატი გელა აროშიძე შეეხმიანა და მისი პატივისცემა და თანადგომა გამოხატა მამათა მონასტრის მიმართ.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 41
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 40
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 36
    ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალი გაიხსნადღეიდან, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება. ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების…
  • 36
    საქართველოს რკინიგზის რეფორმები ჩვენს რეგიონს ეხება?(მგზავრის სარვამარტო  ჩანაწერი) მიუხედავად  ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის  დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
  • 36
    გომისმთაზე თოვლმავალი ავიდააჭარის მხრიდან გომისმთაზე თოვლმავალი ავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გომისმთის ფეისბუქგვერდზე გიორგი ნასარაია ავრცელებს. „სასიამოვნო სიახლე გვაქვს  აჭარის მხრიდან უკვე ავიდა გომიმსთაზე თოვლმავალი, უშუალოდ ცენტრამდე ჯერ არ მისულა, მაგრამ იგეგმება გომისმთიდან ოზურგეთისკენ გზის გაწმენდა თოვლმავალისთთვის, მხოლოდ თოვლმავალს შეეძლება, ამას კერძო ადამიანები აკეთებენ თავისი ხარჯებით. იქნება ბურანები და ტურისტული მარშრუტები,“_წერს იგი. ისინი…