ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის სხვადასხვა შტამების მიხედვით სიკვდილიანობის მაჩვენებელს აქვეყნებს. მისი თქმით, ინდური შტამის სწრაფი გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ ქვეყნებიდან ტურისტების მიღება უნდა აიკრძალოს, სადაც აღნიშნული შტამი ფართოდ გავრცელებულია.ამის შესახებ ინფორმაციას DIGEST.GE ავრცელებს.
„ბრიტანეთის ოფიციალური მონაცემების მიხედვით სიკვდილიანობის (CFR) მაჩვენებელი შტამების მიხედვით ასე გამოიყურება:
– ალფა (ბრიტანული) 2%
– ბეტა (სამხრეთ აფრიკული) 1.5%
– დელტა (ინდური) 0.3%
ერთი შეხედვით სასიხარულო ინფორმაციაა დელტა ვარიანტის სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ეს განპირობებულია იმით, რომ ბრიტანეთში მოზრდილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია. ახლა ინფექცია ძირითადად ახალგაზრდებში ცირკულირებს. სამწუხაროდ არავაქცინირებულ ერებში მაგალითად რუსეთში, ინდოეთში ეს მონაცემი კარდინალურად განსხვავდება.
გერმანიამ დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების პრევენციის მიზნით აკრძალა რუსეთიდან ტურისტების მიღება. იმედია ჩვენც არ დავაგვიანებთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
მსგავსი სტატიები
- 38რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…