გუშინ, 13 ივლისს, მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია და ინფიცირების შემთხვევების მატების დინამიკა. აღინიშნა, რომ ამ ფონზე, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად წარმართვას, ტესტირების გაფართოებას და მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას, რათა ქვეყანა არ შევიდეს მეოთხე ტალღაში, რაც სიკვდილიანობის ზრდის საფრთხესაც შექმნის. ამასთან, საყურადღებოა, რომ სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შემთხვევაში, რაც საკმაოდ დაბალ პროცენტულ მაჩვენებელს – 0,3%-ს შეადგენს,  გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით – „სინოფარმითა” და „სინოვაკით”, ასევე „ასტრაზენეკათი“, რომლის 43 200 დოზა საქართველოში გასულ კვირას შემოვიდა. გარდა ამისა, ქვეყანა უახლოეს დღეებში მიიღებს „ფაიზერის” პირველ დოზებს.
ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 200-მდე სამედიცინო დაწესებულება და აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე; გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი – 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

ვაქცინაციის პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანეს საშუალებად რჩება პირბადე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, კვლავაც ატარონ პირბადე ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 379 673 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 360 558 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 479 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 49 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 924 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3705 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 

მსგავსი სტატიები

  • 45
    1-დან 10 იანვრამდე საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა1-დან 10 იანვრამდე საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა, _ აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მობილობის შემცირების მიზნით მიიღო. ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დაწესებულებებსაც. სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდე არდადეგები გამოცხადებულია სკოლებში. ამასთან, საბჭომ იმსჯელა საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.…
  • 45
    50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ,  აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. აღინიშნა, რომ ინფიცირების…
  • 42
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 36
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 36
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…