უხეში კედლებით შემოფარგლული  გარემო, გარე სამყაროსთან მაკავშირებელი რკინის ბადიანი ვიწრო სარკმელი, ცივი  რკინის კარი და… ამ სულშემხუთავ  დახშულ სივრცეში მობორიალე, იმედის ისეთივე სუსტი და მკრთალი სხივი, როგორიც სიმბოლურად  ეშვება სარკმლიდან.

ნოდარ დუმბაძისეულ სივრცეს ვერსად გაექცევი. აქ ყველა  დეტალში იმდენი გრძნობაა ჩატეული რამდენსაც ადამიანის გონება დაიტევს. მზის სითბო და სიცივის სუსხი, კეთილისა და ბოროტების ჭიდილში ,  ის, რაც შეუცვლელია. მიუხედავად ამისა, მაინც, შემოქმედებითმა კოლექტივმა და ფოთის თეატრალურმა დასმა, შესძლო ამ დიდი სივრციდან ამოკრებილი, მოქმედების თავისებური განვითარებით. ეპიზოდური ჩანართებით, სამსახიობო გარდასახვებით,  კარგად მოეტანათ მაყურებლამდე ადამიანთა სევდიანი იუმორი, უხეშ გრძნობებში ჩამარხული კეთილი მარცვლები, რასაც მზის სხივი და ადამიანის გული სჭირდება გასაღვივებლად.

ამ ფორმატით ესტუმრა 27 ივნისს, ოზურგეთელ მაყურებელს, ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი.

ნოდარ დუმბაძე – საბრალდებო დასკვნა.

ინსცენირების ავტორი რობერტ სტურუა; ლილი ფოფხაძე; დამდგმელი რეჟისორი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი; რეჟისორის ასისტენტი გიორგი სურმავა; მუსიკა გია ყანჩელის; მხატვარი მერაბ კვანტალიანი; ტექ. რეჟისორი ეკა კულუა. მსახიობები: თამუნა აბშილავა; სანდრო გუჯაბიძე;  თემურ გოგინავა; ზურაბ დონდოლაძე; რამინ კილასონია; ირაკლი კვერღელიძე; გიორგი სურმავა; შოთა სასანია; გუჯა ქარაია;   მარტინ ღამბაშიძე; გენა შონია; ალიკა ცეკვაშვილი; თამუნა ჭუბაბრია; ბექა ჯუმუტია;  თეატრის დირექტორი თენგიზ სუხია.

სასცენო დეკორაცია კარგად ასახავს ციხის მკაცრ გარემოს, ძველ, უწესრიგო კედლებზე, პატიმართაგან მიკრული ხატი და  რამდენიმე ფერმკრთალი სურათია მიმაგრებული. ციხის ღარიბი ატრიბუტიკა და, რაც მთავარია ადამიანები, მიუხედავად სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა, ხასიათისა, თუ დანაშაულის სიმძიმისა, მაინც ერთმანეთისკენ სავალ გზათა მაძიებლები.

სიმბოლურია, მაღლა, სარკმელთან მდგომი შოშიას პერსონაჟი, რომელიც ფრთებს ნატრობს, ამ სულის შემხუთველი სივრციდან თავდასაღწევად. სადაც არც მზე იხედება და არც მერცხლები იკეთებენ ბუდეს. აქ ყველას თავისი ცოდვა ამძიმებს. ამ სიმძიმეს თავიანთ მხრებზე ირგებენ მსახიობები და ასე, თავიანთ პერსონაჟთა ხვედრით მხრებდამძიმებულნი, სევდიანი თვალებით დააბიჯებენ საკანში. მათი სევდა კიდევ მეტად იზრდება, როცა სამართალსაც ნაკლებად ელოდებიან.

სპექტაკლში მკვეთრი შტრიხითაა ხაზგასმული ციხის ზედამხედველის დაყვირება, „თანაც აუცილებლად რუსულად“ –  „შოშიაშვილი სვეშჩამი“. რაც ბოლომდე არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლების სიმბოლოდ, რადგან,  ადამიანთა ბედის დამწერს, „სუფთა ხელები უნდა ჰქონდეს“.

რამაზ იოსელიანი _ ბედნიერებაა ასეთ დიდებულ თეატრში სპექტაკლის დადგმა, რაც ფონდ „ქართუს დიდი დამსახურებაა. მძიმე მდგომარეობაშია ფოთის თეატრი. ჩვენ კულტურის მინისტრის დახმარების იმედი გვაქვს. რაც შეეხება ოზურგეთს სტუმრობას, ვასო ჩიგოგიძე  და ზაზა ჯინჭარაძე ჩემი დიდი ხნის მეგობრები არიან და აქ ჩამოსვლა ყოველთვის მიხარია.  როცა სპექტაკლი მოვამზადეთ, პანდემია დაიწყო. აქ გამართული ჩვენება მეშვიდეა. აქ, ყველა პერსონაჟში იბრძვის ადამიანური საწყისი და მსახიობებმა ეს შესძლეს. ამათგან ბევრი ცნობილი მსახიობის და რეჟისორის შალვა ლიპარტელიანის გაზრდილები არიან.

ვასილ ჩიგოგიძე: _ ფოთის თეატრი ყოველთვის იყო გამორჩეული რეგიონულ თეატრთა შორის. სწორედ მათ გახსნეს სხვა რეგიონთა სპექტაკლების ჩვენების სეზონი ჩვენთან. მაყურებელს კიდევ ბევრ სიურპრიზს ვპირდებით. იმედია საინტერესო თეატრალური ზაფხული გვექნება.

წარმატებები ვუსურვოთ ფოთის თეატრის შემოქმედებით დასს, რომელთაც შეძლეს მაყურებლის მეხსიერებაში საკმაო ხნიდან მომდინარე, კარგად ჩამახსოვრებულ, პერსონაჟთა ინდივიდუალური გაცოცხლება სცენაზე.

ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 85
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 82
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 80
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 78
    გურიიდან დაწყებული თავისუფლება, თუ თავისუფლების ფასი, „ბედის ბორბლის“ დაუნდობელ ტრიალშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…
  • 77
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…