დღეს, სოფელ ოზურგეთში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხეს. საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა ჩაატარა. ტაძრის გახსნის ცერემონიალში სასულიერო პირები და ადგილობრივი მრევლი მონაწილეობდა.
_ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ჩვენ შევძელით 2,5 წელში ტაძრის აგება, რომლის ძირითადი დაფინანსება სოფლის მცხოვრებლების შემოწირულობები იყო. რა თქმა უნდა იყო სხვა თანადგომაც: არქიტექტორმა ზურაბ გუჯაბიძემ უფასოდ გადმოგვცა ეკლესიის პროექტი. საპატრიარქოსათვის მიწის გადაცემის საქმეში დაგვეხმარა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი , რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე. ტაძრის მშენებელი ამირან ჯინჭარაძეა. ერთად თანადგომისა და უფლის შეწევნით ტაძარი აიგო _გვითხრა ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა სოფელ ოზურგეთში ბადრი თავდუმაძემ.
ტაძრის მშენებლობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ოზურგეთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განყოფილების გამგე პავლე ჭყონია დასახელდა.
საზეიმო წირვის მიმდინარეობისას ახლადგარდაცვლილი დიმა კვერღელიძეც მოიხსენიეს.
მეუფე იოსების ხელდასმით ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (კობალავა) იქნება.
მსგავსი სტატიები
- 53ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 52დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 41ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 39განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი, კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…
- 39სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…