გურიის ექსგუბერნატორს ზურაბ ნასარაიას ნაშრომისათვის „რეგიონის მდგრადი განვითარების მართვის ევროპული გამოცდილება და მისი საქართველოში იმპლემენტაცია“, საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
„მოხარული ვარ, რომ სადისერტაციო ნაშრომის დაცვა წარმატებით დასრულდა და საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი მომენიჭა.
სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩემმა ნაშრომმა „რეგიონის მდგრადი განვითარების მართვის ევროპული გამოცდილება და მისი საქართველოში იმპლემენტაცია“, უმაღლესი შეფასება მოიპოვა.
სადოქტორო ნაშრომი გურიაში ჩემი სამწლიანი მოღვაწეობის ერთგვარი შეჯამება და გამოცდილების განზოგადებაა. სწორედ ამიტომ ნაშრომში ძირითადი ნაწილი გურიის, როგორც „მწვანე რეგიონის“ სტრატეგიის შემუშავებას და მის პერსპექტივებს დაეთმო.
სამეცნიერო კვლევებითა და ემპირიული დასკვნებით დადგინდა, რომ რეგიონის მდგრადი განვითარების მართვის მნიშვნელოვან მექანიზმების შესაბამისობა გლობალურ მიზნებთან – ეს არის ადამიანური პოტენციალის ფორმირების, რაციონალური გამოყენების, შენარჩუნებისა და განვითარების პირობების უზრუნველყოფა, მათი ერთმანეთთან ურთიერთკავშირი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონული განვითარების მდგრადობას. ეს და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები ვრცლადაა განხილული ნაშრომში.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ხელმძღვანელს პროფესორ ჯემალ გახოკიძეს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი წვლილი შეიტანა კვლევების მომზადებაში, ასევე ჩემს ქომაგებსა და გულშემატკივრებს.
დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით ბევრი, მნიშვნელოვანი და საერთო სარგებელის მქონე საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. ასე, რომ მორიგ წარმატებამდე, მეგობრებო!“ _წერს ზურაბ ნასარია საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
მსგავსი სტატიები
- 77დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 69ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 66გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 66"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 65სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…