_თვითმმართველობის არჩევნებში მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების შედეგს გავიმეორებთ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რა პროცენტიც არ უნდა იყოს დაფიქსირებული, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ  ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობაიძი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „1%-ც რომ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე, არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება“.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი 43 პროცენტით სპეკულირებაა და სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ ამ სპეკულაციას წერტილი დაუსვა.

რიგგარეშე არჩევნებზე სპეკულაციებს ჩვენ წერტილი დავუსვით და საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ მიშელის შეთანხმებიდან სამი თვის განმავლობაში ოპოზიციას აღარ ჰქონდა არც ერთი წინასაარჩევნო გეგმა, არც ერთი დაპირება და პროექტი. მათი ერთადერთი საზრუნავი გახლდათ პროცენტი და როგორმე „ქართული ოცნების“ ყველაფრის ფასად და ყველაფრის სანაცვლოდ დაზიანება.

ისინი ცდილობდნენ, როგორმე გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ საკითხი გამხდარიყო 43 პროცენტი და არა ის, თუ რა სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას. ჩვენ სამი თვის განმავლობაში შევასრულეთ პრაქტიკულად ყველა ის პირობა ცალმხრივად, რომელიც აღებული ჰქონდა სახელისუფლებო გუნდს და ჩვენს პოლიტიკურ პარტიას. როგორც კი ჩვენ, ჩვენი მოქალაქეები და პარტნიორები დავრწმუნდით იმაში, რომ ოპოზიციას არა არჩევნები, ქვეყნის მომავალი, არამედ ერთადერთი მიზანი ჰქონდა – 43 პროცენტთან დაკავშირებით სპეკულაცია, ჩვენ წერტილი დავუსვით ამ სპეკულაციას და ამ შეთანხმებამ 43 პროცენტთან დაკავშირებით, თავის თავი ამოწურა. სწორედ ამას ეხმიანება ირაკლი კობაიძის განცხადება, რომ ნებისმიერ პროცენტთან კავშირში აღარ იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, არჩევნები არის კონსტიტუციით გარანტირებული 2024 წელს და ის ჩატარდება 2024 წელს. ჩვენ ვთვლით, რომ მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების შედეგს გავიმეორებთ თვითმმართველობის არჩევნებში, გვაქვს მეტი მხარდაჭერის მოლოდინიც მოქალაქეების მხრიდან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რა პროცენტიც არ უნდა იყოს დაფიქსირებული, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება“, _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 62
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 62
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 60
    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებასაქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების…
  • 60
    ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…
  • 58
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…