მსახიობი ომარ (ომისხან) ურუშაძე  82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ავრცელებს.

„ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ოზურგეთის საპატიო მოქალაქის, გამორჩეული კოლორიტისა და ქართული თეატრის ღირსეული წარმომადგენლის, ქართული ხალხური სიმღერების გამორჩეული შემსრულებლის — 82 წლის მსახიობის, ომარ (ომისხან) ურუშაძის გარდაცვალების გამო.

ომარ ურუშაძე 1967 წლიდან იყო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი და მრავალი ათწლეულის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართულ სცენას. მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობა გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი სახეებით, მათ შორის განსაკუთრებულად აღსანიშნავია მის მიერ განსახიერებული მურადასა და ბეჟანას სახეები. მისი პროფესიული დამსახურება არაერთხელ იქნა აღიარებული:
1988 წელს, თეატრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება;
2018 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით;
იყო გიორგი შავგულიძისა და ალექსანდრე ჟორჟოლიანის სახელობის პრემიების ლაურეატი.
ომარ ურუშაძე არა მხოლოდ გამორჩეული მსახიობი, არამედ ფართო საზოგადოების მიერ დაფასებული და საყვარელი პიროვნება, ოზურგეთის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. იგი ასევე იყო ანსამბლ „სახიონის“ წევრი, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა მის შემოქმედებით გზას.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც ოზურგეთის თეატრისთვის, ისე მთლიანად გურიის კულტურული სივრცისთვის. ომარ ურუშაძის სახელი დარჩება როგორც ღირსეული არტისტისა და მაღალი ადამიანური ღირებულებებით გამორჩეული პიროვნების ნათელი მაგალითი.

გამოსვენება გაიმართება შაბათს, 11 აპრილს, 15:00 საათზე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან“,_ წერია თეატრის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზეთ „ალიონის“ რედაქცია თანაუგრძნობს თეატრის კოლექტივს და გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს ღვაწლმოსილი მსახიობის ომარ ურუშაძის გარდაცვალების გამო.

მსგავსი სტატიები

  • 73
    ოზურგეთს კარგი კაცი დააკლდაახალი წლის წინა დღეებში  ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _  გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
  • 71
    ცნობილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი გარდაიცვალაგარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“  ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის  „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75…
  • 70
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 70
    საქართველოს სახალხო არტისტი გაბო მდინარაძე გარდაიცვალაოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების ქურუმის ჯილდოს მფლობელის, ვარსკვლავოსანი მსახიობისა და ოზურგეთის საპატიო მოქალაქის — გაბრიელ (გაბო) მდინარაძის გარდაცვალების გამო. გაბრიელ მდინარაძე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 1954 წელს შეუერთდა. იგი გახლდათ რეგიონის ერთადერთი სახალხო არტისტი, რომლის მრავალწლიანი შემოქმედებითი გზა მჭიდროდ არის დაკავშირებული ოზურგეთის სახელმწიფო…
  • 70
    უნიკალური ფოტოავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…