_გასართობად არ გვაქვს საქმე, ქვეყანა ჩიხში შევიყვანეთ…ასე გაგრძელება სახიფათო ხდება, ქვეყნის ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. პროპორციულ არჩევნებში საერთო 60 პროცენტიან მაჩვენებელს „ლელო საქართველოსათვის“უნდა შეეხიდოს“_განაცხადა დღეს, ქ. ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე „ლელო საქართველოსათვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტიული სიის პირველ ნომრად და ლიხაური-მაკვანეთი-ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ამ პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ტოგო ჭელიძე წარადგინა.
მან კიდევ ერთ მაჟორიტარულ ოლქში დაასახელა „ლელოს“კანდიდატი. ჯუმათის, სილაურის და ბაილეთის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს ზაზა ჩხარტიშვილი იყრის.
„ლელო საქართველოსათვის“ ოზურგეთის პარტიული სია ასე გამოიყურება: 1. ტოგო ჭელიძე; 2, გიორგი ბოლქვაძე; 3. ნინო საჯაია; 4. ზაზა ჩხარტიშვილი; 5. გიზო გრძელიძე; 6. ანნა ცეცხლაძე; 7. დიმიტრი ცეცხლაძე; 8. მერაბ ღლონტი; 9. ეთერი გელაშვილი; 10. ჯემალ გოგუაძე.
მსგავსი სტატიები
- 53დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 45საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 44"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 43ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ინტაბუეთში (ჯვარცხმის თემი) ცხოვრობს გურიის რეგიონში ერთ-ერთი პროფესიონალი ვეტერინარი და მეფუტკრე გივი ანთაძე, რომელსაც მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი საგანმანათლებლო მუშაობასაც ეწევა. ჩვენ მას შევხდით, ვნახეთ მისი მრავალმხრივად განვითარებული მეურნეობა და რეგიონში მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივებზე ვესაუბრეთ: „სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ნუგზარ…
- 42ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…