ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, პარტიამ ,,საქართველოსთვის“ , ოზურგეთში, პროპორციული სიის პირველი ათეული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.წარდგენა სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში შედგა.
სცენაზე პირველი პარტიის პოლიტსაბჭოს წარმომადგენელი, გიორგი შარაშიძე ავიდა. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა პარტიის და მისი ლიდერის მთავარი პრინციპი: ,,ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“. მისი თქმით ,,საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც გააჩნია თანმიმდევრულად მზარდი რეიტინგი.
შემდეგ, მხარდამჭერებს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს პარტიული სიის ნომერმა პირველმა, ლევან დოლიძემ მიმართა, მანვე წარადგინა პოლიტიკური გუნდი, რომელიც ასე გამოიყურება:
პროპორციული სია: 1. პეტრე სალუქვაძე 2. ალეკო ბურჭულაძე 3. სოფიკო ქარცივაძე 4. ირაკლი ჩხაიძე 5. კახა გაგუა 6. მაკა ჩხაიძე 7. რევაზ კოპალეიშვილი 8. შოთა კოჩალიძე 9. ნინო ღლონტი 10. რუსუდან მემარნიშვილი.
მაჟორიტარები: გიორგი სირაძე_ზვანი, ვლადიმერ სალუქვაძე_ სერი, კახაბერ გობრონიძე _ლიხაური-მაკვანეთი-ჭანიეთი, რესან გაბაიძე _ლაითური-ნარუჯა, ბესიკ ირემაძე _ნასაკირალი, ალექსანდრე ხომერიკი_ნატანები, ომარ ფუტკარაძე _ურეკი-შრომა, მაია ზოიძე _გურიანთა-სოფ. ოზურგეთი-მელექედური, დავით ხინიკაძე _ასკანა-ნაგომარი-ძიმითი, ვლადიმერ გვილავა_ბაილეთი-სილაური-ჯუმათი, კოკა ჯახუტაშვილი_ბახვი-დვაბზუ, ნაზი თოდრაძე_ბოხვაური-შემოქმედი-დაბა გომისმთა, დავით მენაბდე_ვაკიჯვარი-მთისპირი-ცხემლისხიდი, ვეფხვია ბათიროვი_თხინვალი-კონჭკათი-მერია.
შეხვედრის ბოლოს მხარდამჭერებს გიაცეცხლაძემ მიმართა: ,,დღეს, აქ, ჩემ მშობლიურ სოფელში, გამორჩეული საზოგადო მოღვაწის, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის და ღვთისკაცად წოდებული, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმიდან მინდა მოგმართოთ, ჩემო ოზურგეთელებო! მოგმართავთ ასე, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე, აქაა ჩემი წინაპრების სული, აქაა ჩემი სატკივარი და საზრუნავი, აქ ყოველი კუთხე ჩემთვის ნაცნობი და ახლობელია. კარგად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც ჩემს გადაწყვეტილებას ახლავს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა თქვენგან დამოუკიდებელი ვერ ვიქნები. დღეს ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. თქვენ-თქვენი თანადგომითა და ნდობით, მე-ჩემი მოწოდებითა და შემართებით. რას გპირდებით? მოდით ასე ვიტყვი, გპირდებით ჩემ გუნდთან ერთად ვიზრუნებ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს, ყველას მოგისმინოთ, მაქსიმალურად გავიზიარო თითოეულის სატკივარი, დროულად გაგრძნობინოთ, რომ თქვენზე ვზრუნავ, რომ თქვენი შვილების მომავალი გულისხმიერი და ერთგული ადამიანების ხელშია, რომ ჩვენი მოქალაქეები არ იფიქრებენ სხვა, უფრო კარგ ქვეყანაში სამუშაოს საძებნელად წასვლაზე და აქაც ისეთ გასამრჯელოს მიიღებენ, რომ შვილების სწავლა-განათლებას უზრუნველჰყონ, ოჯახები შეინახონ, რომ ჩვენ ხანდაზმულებს არ ეშინოდეთ სიბერის და ავად გახდომის. ამისთვის კი საჭიროა ბიუჯეტის თითოეული თეთრი ადამიანების კეთილდღეობას მოხმარდეს. ახალი პროექტები მუდმივად განახლებისა და სწორად შენების, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის იდეებით უნდა იყოს ნაკარნახევი. ყოველი დღე შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და ყველაფერი ხალხთან ერთად, მათი პრობლემებისა და უნარების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. დიახ, ჩვენ ვართ ძლიერები, ჩვენ გვაქვს ხედვა, გვაქვს იდეა, ჩვენ არ ვნადირობთ, არ მოვისყიდით, არ ვტაციაობთ ამომრჩეველზე. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ჩვენსავით ხედვით, იდეებით, ცვლილებებით მოტივირებულ ამომრჩეველზე. საბედნიეროდ,ასეთი ამომრჩეველი დღეს ბევრია.მათ კი ფულით, შანტაჟით, მუქარით ვერ მოიზიდავ. დიახ, ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ჩვენი წარმატებული მომავლისთვის, ოზურგეთისთვის, საქართველოსთვის“, _თქვა ცეცხლაძემ.
მსგავსი სტატიები
- 93საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 93"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 8928 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
- 86დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- „ჩვენს ხელშია ერთადერთი იარაღი - საკუთარი ცხოვრება - სხვისთვის მაგალითის მიცემა საკუთარი ცხოვრებით!“83ჩრდ. ამერიკის ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) ისტორიული სიტყვა: ,,მე ახლა ვიტყვი ჩემს სათქმელს რაც უნდა ვთქვა, მართალია პასუხი გაეცა ეპარქიის მხრიდან, მაგრამ მეც დავამატებ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში! სადაც თავმოყრილია მსოფლიოს ყველა ერი და ხალხი! ყველა კულტურის და რელიგიის წარმომადგენელი და ჩვენ აქ გვიწევს ასეთ პირობებში ცხოვრება! ამავე დროს ჩვენ აქ…