ჩრდ. ამერიკის ეპისკოპოს საბას (ინწკირველი)  ისტორიული სიტყვა:
,,მე ახლა ვიტყვი ჩემს სათქმელს რაც უნდა ვთქვა, მართალია პასუხი გაეცა ეპარქიის მხრიდან, მაგრამ მეც დავამატებ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში! სადაც თავმოყრილია მსოფლიოს ყველა ერი და ხალხი! ყველა კულტურის და რელიგიის წარმომადგენელი და ჩვენ აქ გვიწევს ასეთ პირობებში ცხოვრება!
ამავე დროს ჩვენ აქ გვიწევს ჭეშმარიტების და მართლმადიდებლური სარწმუნიების ქადაგება, დამოწმება და დაცვა! დაცვა როგორ?! ზოგს რომ გონია მუშტების ქნევით?, ეს არ არის დაცვა ქრისტიანობის! ქრისტიანობას ჩვენ ვიცავთ საკუთარი ცხოვრების წესით! საკუთარი მაგალითის მიცემით! რადგან ჩვენ ვართ ნათელი ამა სოფლისა! და ჩვენ მოვალე ვართ მივცეთ მაგალითი სხვებს, ვუჩვენოთ სიყვარული სხვებს, ვუჩვენოთ საკუთარი სიწმინდით და ეკლესიის ტრადიციათა დაცვით საკუთარი სარწმუნიება, აი სწორედ მაშინ ვიქნებით ნათელი ამა სოფლისა! რომელიც დიახ, სხვებს და ყველას გაუნათებს გზას! და არა ისე როგორც მავანთ სწადიათ, რომ თითქოს მართლმადიდებლური სარწმუნიება შეიძლება დაცული იყოს სიძულვილის ენით ან სხვათა შეურაცხყოფით, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ადამიანი!
აი ამას ვერ იტანენ ჩემგან, ეს არ მოსწონთ ჩემში და ყველა სხვაში, ვინც ამბობს: ,,შეიძულე ცოდვა და არა ადამიანი!” აი მათ კი პირიქით, სძულთ ადამიანი და ადამიანები! აი ჩვენ, კი არ გვძულს ცოდვილი ადამიანები, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ სინანულისკენ! ნებისმიერ ადამიანს ვინც არ უნდა იყოს იგი! ყველას მოვუწოდებთ გულწრფელი სინანულისკენ ყველასთვის ღიაა ეკლესიის კარი! ყველას ელოდება ღმერთი ვინც გამოთქვამს სინანულს! მე პირობას ვდებ, მე არასდროს ვიქნები ეპისკოპოსი რომელიც ქვის სროლას დაუწყებს ციდვილ ადამიანს და ვისაც ასე უნდა, ამ ქვის სროლა, მაშინ მას მოუწევს არა ჩემს წინააღმდეგ, არამედ იესო ქრისტეს წინააღმდეგ წასვლა! ასე რომ მან ისროლს ქვა ვინც უცოდველია!
სამწუხაროდ ასე იქცევა ზოგი ქრისტიანი და ჩვენ ვუსმენთ მათ, მათ სიძულვილის ენას და ეს სამწუხაროა!
ჩვენც გვეშლება სასულიერო პირებს, ხანდახან სოციალურ ქსელში ზედმეტიც მოგვდის, ესეც ხდება, ჩვენც შეიძლება შეგვეშალოს, მაგრამ ქვა? ქვა არ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს! ჩვენც ადამიანები ვართ და ამისთვის შენდობას ვითხოვთ, მაგრამ მე არასდროს არ ვითხოვ შენდობას იმისთვის, რასაც მოძალადეებს ვეუბნები, რომ მათ არ აქვთ უფლება იძალადონ! მათ არ აქვთ უფლება შეურაცხყონ თუნდაც ერთი ადამიანი, რომ არ აქვთ უფლება წინ აღუდგნენ ძალადობით რაიმე ცოდვას! არამედ ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენს ხელშია ერთადერთი იარაღი – საკუთარი ცხოვრება – სხვისთვის მაგალითის მიცემა საკუთარი ცხოვრებით! აი ეს არის ქრისტიანობა! ქრისტემ ხომ მაგალითებით გვასწავლა… მან ხომ ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხა?! მან ხომ მასზე მოწეულ ძალადობას ძალადობით არ უპასუხა?! არამედ ჯვარს ეცვა და მსოფლიოში ყველაზე დიდი უსამართლობა მას ხვდა წილად!
მოვა უფალი და განგგვიკითხავს ჩვენ!”
2.VII.2023

მსგავსი სტატიები

  • 83
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 83
    პარტიამ ,, საქართველოსთვის“, ოზურგეთში, გუნდის წევრები ოფიციალურად წარადგინაყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, პარტიამ ,,საქართველოსთვის“ , ოზურგეთში, პროპორციული სიის პირველი ათეული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.წარდგენა სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში შედგა. სცენაზე პირველი პარტიის პოლიტსაბჭოს წარმომადგენელი, გიორგი შარაშიძე ავიდა. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა პარტიის და მისი ლიდერის მთავარი პრინციპი: ,,ვერთიანდებით საქართველოსთვის,  მაგრამ არავის წინააღმდეგ“. მისი თქმით  ,,საქართველოსთვის“…
  • 83
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 75
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 73
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…