_„ძმებმა თალაკვაძეებმა, თავიანთი მიზნის მისაღწევად, ყველაფერი იკადრეს, ყველაფერი, რასაც ადამიანები არ კადრულობენ. ეს ხალხი გამოაშკარავდა ოზურგეთში, მათ სხვა გზა არ გააჩნიათ, ისინი არიან გამოგდებული თბილისიდან, მათი არც ღირსება, არც პროფესიონალიზმი არავის სჭირდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“. _ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 25 ოქტომბერს თავის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„პარტია `ქართული ოცნების“ კანდიდატი და მისი გარემოცვა მიუღებელი და დამამცირებელი მეთოდებით ცდილობს ამომრჩევლის ნების შეცვლას. მათთვის ჩვეული პრაქტიკაა ამომრჩეველზე ზეწოლა, მისი დაშინება, მოსყიდვა, შანტაჟი და გაურკვეველი ადამიანების გამოყენება, რაც საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს“. _ ამ სიტყვებით გახსნა მან ბრიფინგი.
როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში კლანური მმართველობის თავიდან აცილების მიზნით, ის ოზურგეთელებს სთავაზობს მართვის ახალ მოდელს:
„აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი რგოლების ეფექტურად მართვის მიზნით, გთავაზობთ შევქმნათ ახალი მართვის მოდელი, სამოქალაქო მთავრობა. ამისთვის მოვუწოდებ და თანამშრომლობისთვის ხელს ვუწვდი უკლებლივ ყველა პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანს, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო აქტივისტებს, უბრალო მოქალაქეებსა და მეურნეებს, ვისაც უყვარს ოზურგეთი და მზად არიან უანგაროდ იბრძოლოს ოზურგეთისთვის“.
შარაშენიძის თქმით, ეს იქნება მართვის სრულიად ახალი და გამჭვირვალე სტილი, სადაც მთავარ ფასეულობას ოზურგეთი და ოზურგეთელები წარმოადგენენ. თითოელ ადამიანს შეუეძლება გახდეს აღმშენებლობის თანამონაწილე და თავისი წვლილი შეიტანოს ოზურგეთის განვითარებაში.
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ოზურგეთის აღმშენებლობის დაწყებას, როგორც თვითონ ამბობს, დიდი შერიგებითა და ოზურგეთის სიყვარულით აპირებს:
„მე გაძლევთ შანსს, აიღოთ რეალური მართვის სადავეები, გადავინაწილოთ თანამდებობრივი პასუხისმგებლობები, კონსესუსით ავირჩიოთ მერის მოადგილეები, ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები, სამსახურის უფროსები. დავიწყოთ ოზურგეთის აღმშენებლობა დიდი შერიგებითა და ოზურგეთის სიყვარულით. ჩვენ ერთად შეგვიძლია გავხადოთ ოზურგეთი უფრო ძლიერი“.
კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა, რომ იგი პირდაპირ ეთერში ნებისმიერ თემაზე სადებატოდ იწვევს ავთანდილ და არჩილ თალაკვაძეებს:
„აქვე მინდა მივმართო `ქართული ოცნების~ კანდიდატს და მის მეურვეს, რომლებიც ტყუილებსა და ჭორებს ავრცელებენ კარგა ხანია, ბოლო დღეებში გაათმაგებულად, მათ ფეისბუკ-განცხადებებსაც ვხედავ. აგონიაში არიან და იმიტომ. იციან, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ის მოპოვებული პროცენტები, რომლითაც ამაყობენ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, თითქოსდა ასეთი უპირატესობით მოიგეს პირველი ტური, არის ძალით, მოსყიდვით, დაშინებით, ყველანაირი არასწორი გზით მიღებული ხმები. მეორე ტურში ამ ყველაფერს, რასაკვირველია, ოზურგეთის საზოგადოება პასუხს გასცემს.
ორივე ძმას ნებისმიერ საკითხზე სადებატოდ ვიწვევ პირდაპირ ეთერში. რამდენჯერმე შევთავაზე და დღემდე დასტური არ მიმიღია. მზად ვარ საზოგადოებას გავცე პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რასაც მათი მხრიდან ექნება ადგილი. მიმაჩნია, რომ როცა არის ასეთი ვნებათა ღელვა, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს დღითიდღე და როდესაც ასეთი ამბიციური განცხადებებია მეორე მხრიდან, თუკი აქვთ არგუმენტები, რა პრობლემაა, მოვიდნენ, დასხდნენ ჩემთან ერთად პირდაპირ ეთერში. მე მზად ვარ, ვუპასუხო იმ ბრალდებებს, რომელიც მათი მხრიდან გაისმის, თითქოსდა ოთხი წლის მანძილზე მერს არაფერი გაუკეთებია და ოთხი წელი თურმე მე ვყოფილვარ არაფრის მაქნისი. ეს არის სრული სიცრუე საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ რასაც ვაკეთებდით და რისი გაკეთება მსურს კიდევ მომავალში. მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს მე გავაკეთებ ხალხთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც აქვს სურვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა“.
შარაშენიძემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა აღარაფერი დარჩენია, გაყალბების გარდა, მაგრამ, ის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და მისი მხარდამჭერები წინ აღუდგებიან ყოველივე ამას. ბრძოლა იქნება უკომპრომისო, შეიძლება ითქვას, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე:
„უზარმაზარი ზეწოლაა ამომრჩევლებზე, თავიანთი ნების გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ ადამიანებს, ტელეფონით და ათასგვარი ხრიკებით აპირებენ ამ არჩევნების მოგებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარს ვეუბნებით, ასეთ პროცესებს. ვიცით, რომ სხვა არაფერი დარჩენიათ გაყალბების გარდა. და ჩვენ აღვუდგებით ამ ყველადერს წინ, არ ვაპირებთ ბრძოლა შევწყვიტოთ, პირიქით, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ასე შეიძლება ითქვას, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, იმიტომ, რომ ჩვენი ოზურგეთი, ხალხი, საზოგადოება კარგად ხედავს, რა შეურაცხყოფა მიაყენეს მათ ძმებმა თალაკვაძეებმა, რომლებმაც თავიანთი მიზნის მისაღწევად ყველაფერი იკადრეს, ყველაფერი, რასაც ადამიანები არ კადრულობენ. ეს ხალხი გამოაშკარავდა ოზურგეთში, მათ სხვა გზა არ გააჩნიათ, ისინი არიან გამოგდებული თბილისიდან, მათი არც ღირსება, არც პროფესიონალიზმი არავის სჭირდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არჩილ თალაკვაძე ცბიერობით, ქოსატყუილობით, რაც მას ახასიათებს, ცდილობს ოზურგეთში საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
ამიტომ, როგორც ვთქვი, ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას, არ ვაპირებთ ამ პოზიციებს შევეგუოთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მოგებული, საზოგადოებას აქვს ნდობა სახალხო კანდიდატისა, ხალხის მიერ წამოყენებული კანდიდატისა. საზოგადოებას უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თვითონვე გასცეს პასუხი ამ თვითმმართველობის არჩევნებს“.
ბრიფინგზე გაჟღერებულ ბრალდებებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ავთანდილ წარმომადგენლობა აბსურდულს უწოდებს.
_ეს არის აბსურდი. თუ რაიმე დარღვევაზე აქვთ ინფორმაცია, მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს. „ქართულ ოცნებას“ ამ ფაქტთან არავითარი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება დებატებს, მონაწილობას არ მივიღებთ_განაცხადა გაზეთ „ალიონთან“ ოზურგეთში მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის პრესსამსახურმა ნინო ლომჯარიამ.
მსგავსი სტატიები
- 90"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 90საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 89ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 8628 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
- მდინარე ბჟუჟის ხეობაში სავარაუდო ახალი ჰესების მშენებლობის შესახებ საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმშია825 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში კომპანია „ენერგი“-ს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის თემა „ბჟუჟჰესს“ ქვემოთ 2 მეგავატამდე სიმძლავრის „გომი ჰესის“ მშენებლობა იყო. აღნიშნულს არაერთგვანოვნად შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. ამ შეხვედრაზე გაჟღერდა იმის შესახებაც, რომ „ბჟუჟჰესს“ ზემოთ ე.წ. „ჟესტერის წყაროს“ მიდამოებიდან ტყეში გზა უკვე შეჰყავთ და როგორც გვითხრეს რამდენიმე კილომეტრი გზა…