5 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში  კომპანია „ენერგი“-ს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის თემა „ბჟუჟჰესს“ ქვემოთ 2 მეგავატამდე სიმძლავრის „გომი ჰესის“ მშენებლობა იყო. აღნიშნულს არაერთგვანოვნად შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. ამ შეხვედრაზე გაჟღერდა იმის შესახებაც, რომ „ბჟუჟჰესს“ ზემოთ  ე.წ. „ჟესტერის წყაროს“ მიდამოებიდან ტყეში გზა უკვე შეჰყავთ და როგორც გვითხრეს  რამდენიმე  კილომეტრი გზა უნდა გაიყვანონ, რომ  მდინარე ბჟუჟსა და მის შენაკადზე  2 მეგავატამდე  სიმძლავრის  ჰიდროელექტროსადგური  უნდა  აშენდეს. თუ ვინ აშენებს ამ ჰესს, ამის შესახებ ინფორმაცია აქაურებს არ ჰქონდათ.

დავინტერესდით, თუ რა ხდებოდა ბჟუჟჰესს ზემოთ, მდინარე ბჟუჟის ხეობაში და 13 ივნისს, ჟურნალისტების ჯგუფი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელთან ირმა გორდელაძესთან ერთად გავემგზავრეთ. ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მშენებლობა გრძელდება. ჯეშტერის წყაროსთან სამშენებლო კომპანიის დროებითი საცხოვრებელია მოწყობილი. აღნიშნული ადგილიდან, მარჯვნივ, ზემოთ, რომ იტყვიან მთა გაუჭრიათ და მდინარე ბჟუჟის ხეობისკენ გზა გაჰყავთ. ცუდმა ამინდმა არ მოგვცა საშუალება, გვენახა, თუ რა ხდება ახლადგაყვანილი გზის ყველა პერიმეტრზე, მაგრამ რაც ვნახეთ იმით, გარკვეული აზრი ჩამოგვიყალიბდა.

გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არის ინფორმაცია, რომ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 2018 წლის 20 თებერვალს, 14.00 სთ. ჩატარებულა შპს „GIFC“-ის „ბჟუჟა 2“ ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების საჯარო განხილვა.(?!) აღნიშნული განხილვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და რაც მთავარია სოფელ გომის მოსახლეობა.

„ეკოს“ მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, „ბჟუჟა 2“ ჰესი განთავსებულია ოზურგეთის რაიონში მდ. ბჟუჟზე, რომელიც წარმოადგენს მდ. ნატანების მარცხენა შენაკადს. სათავე ნაგებობა განთავსებულია 14 კმ-ის დაშორებით ოზურგეთის ცენტრიდან, არსებული ბჟუჟა ჰესის ქვედა ბიეფის მახლობლად, რომლის გასწორის ნიშნულია 400.0 მ. განმახორციელებელი კომპანია შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ სავარაუდოდ „ბჟუჟა ჰესი“ და „ბჟუჟა 2“ ჰესიც ამ ერთი და იგივე კომპანიას ეკუთვნის. გარდა იმისა რომ უამრავი უზუსტობა, უვარგისი კვლევა ან პირდაპირ გადმოწერილია ძველი კვლევებიდან, გზშ დოკუმენტში ხშირად გვხვდება სიტყვა _ რაიონი, ხოლო კვლევები გეოლოგიური, ჰიდროლოგიური საბჭოური კვლევებიდანაა გადმოკოპირებული, ასევე დარღვეულია საჯარო შეხვედრების კანონმდებლობაც. არც ერთ ადგილობრივ მკვიდრს, სოფელ გომიდან არც კი სმენია ამ შეხვედრის შესახებ.

 _ გზშ შემდგენელი შპს.აიესჯი კომპანიაა, რომლის კომპეტენციაზე თავს ვერ დავდებ. ამბობენ, მწვანე ზოლს არ ვეხებითო და გაჩეხილია იქაურობა, ეკოლოგიური წყლის ხარჯი სტანდარტული 10% ია და ჰესი სეისმურად საშიშ , 8 ბალიან ზონაში რომ იგება და . .  „ბარსა 1“ და „ბარსა 2“ (იგივე „ბჟუჟა „“ და „ბჟუჯა 2“-ის შესახებ) მოარული ხმები კი არსებობს, მაგრამ იგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ოფიციალურ ვებ.გვერდზე არ იძებნება. კითხვები არსებობს და ჯერ-ჯერობით „ეკო“ ჟურნალისტებთან , ერთად ვსწავლობს ამ საკითხებს, უახლოეს  ხანში გარემოსდამცველებთან ერთად კვლავ მოინახულებს ხეობას და საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციებს მივაწვდით _აცხადებს „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე.

(სტატიას ამ თემაზე  იხილეთ გაზეთ „ალიონის“ ხვალინდელ ნომერში).

 

 

მსგავსი სტატიები

  • 90
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 90
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 90
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 84
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 83
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…