„პირველ რიგში, მადლობას გიხდით მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურში ძლიერი მხარდაჭერის და აქტიურობისთვის, რის შედეგადაც, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” ოზურგეთში 50%-ზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო, ახალ საკრებულოში კი მანდატების დიდი უმრავლესობა.
პირველ ტურში 15%-იანი განსხვავებით დავამარცხეთ ოზურგეთის მოქმედი მერი, რომელმაც 4 წლიანი საქმიანობის შემდეგ, იმაზე 4000 ხმით ნაკლები მიიღო, ვიდრე 2017 წელს, როცა მერად აირჩიეს. მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა (თანამშრომლებთან აგიტაციის გამო იგი სასამართლომ კანონის დამრღვევად ცნო) და „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ ფრთასთან გარიგებისა, ჩვენ მას პირველივე ტურში ვაჩვენეთ უპირატესობა (44%), რომლის გადალახვაც შეუძლებელია! მეორე ტურში გვექნება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა!
იმისათვის, რომ მერის არჩევნებშიც საბოლოოდ გავიმარჯვოთ, მინდა გთხოვოთ 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა! ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება მეორე ტურისთვის: გავაკეთეთ თითოეული უბნის მიხედვით შედეგების ანალიზი; ჩავატარეთ და წარმატებით განვაგრძობთ მნიშვნელოვან სამუშაო შეხვედრებს მხარდაჭერის გასაზრდელად; უკვე დაიწყო მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვა ახალგაზრდებთან, პროფესიულ წრეებთან და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან; დამატებით დროში პირადად შევხვდებით კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს და ვესაუბრებით ჩვენს გეგმებსა და ინიციატივებზე; პრაქტიკულად გადაწყვეტილია მომავალი მერის მოადგილის საკითხიც, სადაც ქალის კანდიდატურას განვიხილავთ; გამარჯვების შემდეგ, ასევე, ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას თითოულ პროფესიონალ საჯარო მოხელესთან, ვინც დღეს არის დასაქმებული მერიაში. პირველი ტურის შედეგები ნათლად მიუთითებს, რომ ოზურგეთში საზოგადოებას სურს მერი შეიცვალოს და შემიძლია გითხრათ – მეორე ტურისთვის ჩვენ ნამდვილად გვექნება კიდევ უფრო მეტი თანამოქალაქის მხარდაჭერა, მუნიციპალურ არჩევნებში საბოლოო გამარჯვების მისაღწევად.
განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო თანაგუნდელებს და საარჩევნო შტაბის წევრებს! ერთად გავიმარჯვებთ!_ წერს ავთანდილ თალაკვაძე.
ფასიანი პოლიტიკური რეკლამა
მსგავსი სტატიები
- 70დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 65ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 59"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 57გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 56საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…