„ვითხოვთ ტენდერში გაიმარჯვოს ამ კომპანიამ“, „არ მოხდეს კომპანიის ცვლილება“, – უცნაური მოთხოვნები მერიის წინ შეკრებილმა ადამიანებმა გაახმოვანეს _ამის შესახებ ინფორმაციას „გურია თაიმსი“ ავრცელებს.
„დღეს, მერიის შენობის წინ, უფასო სასადილოს ბენეფიციართა სახელით ადამიანების ჯგუფი შეიკრიბა, რომელთა მოთხოვნაც არის, რომ არ მოხდეს ტენდერით, წინა წელს, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ შერჩეული კომპანიის ცვლილება, რომელიც ახორციელებს უფასო სასადილოს ბენეფიციართა მომსახურებას.
შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ მათ სურთ კომპანიას, რომელიც დღეისათვის აწარმოებს მომსახურებას, „ტენდერში უპრობლემოდ მიეცეს გამარჯვების შესაძლებლობა“.
იმ ფონზე, როდესაც ახალი მერი მუშაობას ორი დღეა შეუდგა, ხოლო შესყიდვების სამსახურის უფროსს ჯერ არ დაუტოვებია თანამდებობა და არც კომპანიის შეცვლაზე ყოფილა რაიმე მსჯელობა ახალ მერთან, – აღნიშნული აქცია კითხვებს აჩენს.
სავარაუდოდ, ეს აქტივობა მომსახურე კომპანიის მიერ ორგანიზებულია და მერიის ახალ გუნდზე ზეწოლის მცდელობაა, თუმცა, არსებობს მოსაზრებაც, რომ აქცია სწორედ აღნიშნული კომპანიის დისკრედიტაციას ემსახურება.
მუნიციპალიტეტის ახალი მერი ავთანდილ თალაკვაძე მოქალაქეებს ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეხვდა და მოუსმინა“. _წერს „გურია თაიმსი“.
აღნიშნულზე მერიის პრესსამსახურს ჯერ-ჯერობით საკუთარი ინფორმაცია არ გაუვრცელებელია.
მსგავსი სტატიები
- 53რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 5228 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 51ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 49საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 49"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…