„გურია თაიმსი” (Guria Times) საინფორმაციო სააგენტო ხდება და ვებ-გვერდზე www.guriatimes.ge განთავსდება.
მოლაპარაკებები კანდიდატებთან, ვინც სააგენტოს უხელმძღვანელებს, უახლოეს დღეებში დასრულდება.
ახალი თაობის მოხალისე ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან თანამშრომლობაც აქტიურ ეტაპზე გადადის, – დაიწყო აპლიკაციების მიღება კონტრიბუტორების შესარჩევად, ვინც ჩვენი მედიისთვის დამატებით რეპორტაჟებს მოამზადებს. დაინტერესებულმა პირებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ მისამართზე: info@guriatimes.ge
გვსურს ჩვენს 7000-ზე მეტ მომხმარებელს მადლობა გადავუხადოთ!“_წერს „გურია თაიმსი“.
„გურია თაიმსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შეიქმნა, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ხელმძღვანელობდა, მომხმარებელი კი ძირითადად პარტიის აქტივი და საჯარო მოსამსახურეები იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით მას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და კიდევ რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი დააფინანსებს.
მსგავსი სტატიები
- 56დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 50საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ახალი – 2023 წელი მიულოცა. „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერის საახალწლო მილოცვის სრულ ტექსტს გთავაზობთ: „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა…
- 49საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 45საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 44ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…