მერაბ კოსტავას ცხოვრების უცნობი დეტალები – რა ისტორიებს იხსენებს ციხის უფროსი?
ვლადიმერ (ვალოდია) ტაბაღუას 40 წელიწადზე მეტი სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა და სხვადასხვა კოლონიის უფროსი იყო.
საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას შესახებ ვალოდია ტაბაღუას მონათხრობს:
„საქართველოს ეროვნულმა გმირმა მერაბ კოსტავამ მთელი შეგნებული ცხოვრება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. ის ერთი პერიოდი ჩვენს კოლონიაში იხდიდა სასჯელს. მისი პირადი საქმე არაერთხელ მაქვს გადაკითხული და აღფრთოვანებული ვიყავი, როცა ვხედავდი ასეთ ძლიერ ადამიანს, უმძიმესი პირობების მიუხედავად განსაცდელს არ უშინდებოდა, პირიქით, უსამართლოდ დასჯილი წამებას იტანდა. მისი პირადი საქმე ერთი სქელი ტომი იყო. თითოეულ ფურცელს რამდენჯერმე გავეცანი. დღეს მისი პირადი საქმე აღარ არსებობს. როცა სუკ-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებს ხანძარი გაუჩნდა, მაშინ ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი განადგურდა, მათ შორის მერაბ კოსტავას პირადი საქმე. ისეთი საინტერესო და ინფორმაციით სავსე მასალა იყო, წიგნის გამოცემა შეიძლებოდა. მისი მთელი ცხოვრება აღწერილი იყო იმ პირად საქმეში. ის საქმე არქივიდან სახლში წამოვიღე, მინდოდა ამ ეროვნული გმირის ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები შემენარჩუნებინა და ქსეროქსები მქონოდა. არ ვიცი ეს ამბავი როგორ გაიგეს, მეორე დილას შრომა-გასწორების სპეცნაწილის სამმართველოს უფროსმა, ლაჩინოვმა მომაკითხა და მითხრა, – კოსტავას პირადი საქმე წამოგიღია და უფროსს სჭირდებაო. ქსეროასლების გადაღება ვეღარ მოვასწარი, სულ რამდენიმე დოკუმენტი შემრჩა მხოლოდ გადაღებული, რა უნდა მექნა, პირადი საქმე გადავეცი. იმედი მქონდა, ისევ შევძლებდი მის ხელში ჩაგდებას და ასლების შენახვას, მაგრამ ვერ შევძლელი. ამ ფაქტიდან მეორე დღეს, შევჩენკოს ქუჩაზე, შს სამინისტროს არქივს ცეცხლი გაუჩნდა. მერე საქმე რომ მოვიძიე, ლაჩინოვმა მითხრა, სხვა დოკუმენტებთან ერთად მერაბ კოსტავას პირადი საქმეც დაიწვაო. ვინ დაავალა და რატომ წაიღო, არ ვიცი. სავარაუდოდ ეს მასალა მაშინ განადგურდა. იმ საქმიდან გადაღებული ნაწილი ასლების შემომრჩა. მაშინ მერაბ კოსტავას საზოგადოებამ გამოაცხადა, რომ ეროვნულ გმირზე წიგნი მზადდებოდა და მასალებს აგროვებდნენ. დაქსეროქსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი პატიმარს ავაკინძინე, სპეციალური ყდაც დავუმზადე და კოსტავას საზოგადოებას გადავეცი. მოგვიანებით რომ მოვიძიე, მითხრეს, დაიკარგაო. მინდოდა გადარჩენილი ასლები მის მუზეუმში ჩამებარებინა, მაგრამ ასე მოხდა. საქმეზე ფოტოც იყო დართული. მერაბ კოსტავას გაშეშებული, არამეტყველი კადრი. საქმეზე დაკრული იყო თმებგადაპარსული მერაბის სურათი.
დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!“
ფეისბუქგვერდი „ეროვნული საქართველო“
მსგავსი სტატიები
- 72ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 71საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 71"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 68დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 65ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…